ოქროს ბურთი 2023 – ხვიჩა კვარაცხელია მე-17 ადგილზე გავიდა. Ballon D’or საუკეთესო 30 ფეხბურთელის სიიდან მოთამაშეების დაკავებულ ადგილებს ასაჯაროვებს.

ხვიჩა კვარაცხელიას ისტორიული მიღწევა. ქართველი ფეხბურთელი 2022-23 წლების სეზონის პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის ბრძოლაში მე-17 ადგილზე გავიდა.

კვარა 1981 წლის შემდეგ პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ოქროს ბურთის ნომინანტებში მოხვდა. ბოლო ეს პატივი რამაზ შენგელიას, ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანს ხვდათ წილად.

ოქროს ბურთი – ხვიჩა კვარაცხელია – 17

Ballon D’or პარიზში გასამართ დაჯილდოებამდე საუკეთესო 30-ეულის ადგილებს თანდათან ასაჯაროვებს. კვარა მე-20-დან მე-15 ადგილამდე სიაში მოხვდა.

ცხადია, დიდებული შედეგია. საუკეთესო 10 ფეხბურთელს კი შატლეს თეატრში, უშუალოდ ოქროს ბურთის ტრადიციულ დაჯილდოვებაზე გამოაცხადებენ.

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთი 17 | Setanta Sports

ხვიჩა კვარაცხელია 2022-23 სეზონი

კვარამ ნაპოლიში სადებიუტო სეზონი ჩაატარა. ჩაატარა და ყველა გააოცა. აბა რა ბევრი შეხსენება გჭირდებათ, რომ ‘ნუმერო სეტანტა სეტე’ სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

კვარამ იტალიის ჩემპიონატში ყველაზე მეტი საგოლე გადაცემაც დააგროვა. ქართველმა ნაპოლისთვის ისტორიული, მე-3 სკუდეტოს მოგებაში, საკვანძო როლი ითამაშა.

კვარას სერია A-ში ყველაზე მეტი 10 საგოლე გადაცემა ჰქონდა. მთლიანად იტალიური სეზონი კი ჩემპიონატში 12 გოლითა და 10 ასისტით დაასრულა.

ჩემპიონთა ლიგაზე კვარაცხელია საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. ქართველი ფეხბურთელისთვის ესეც უნიკალური მიღწევაა. ხვიჩამ აქაც საკვაძო როლი ითამაშა, ნაპოლი კი ტურნირს მე-1/4 ფინალში, მილანთან გამოეთიშა.

ჩემპიონთა ლიგაზე კვარას სტატისტიკა 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა იყო.

ოქროს ბურთი 2023-ის შედეგები

ამ დროისთვის შედეგები მე-10-დან 30-ე ადგილის ჩათვლით არის ცნობილი. სია ასე გამოიყურება.