NBA-ში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, ხვალ კი უკვე თასის ფორმატში გაგრძელდება თამაში. საინტერესო გამოდგა დალასისა და ნიუ ორლეან პელიკანსის შეხვედრა. იშვიათია რომ ინგრამი და ზაიონი ერთად იყვნენ პარკეტზე, და როცა არიან, ნამდვილად ღირს რომ თვალი შეავლო.

დალასი vs პელიკანსი

დალასმა მშვიდად მოიგო, უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ, არც კითხვის ნიშნის ქვეშ დაუყენებიათ. გასაგებია, რომ ზაიონი და ინგრამი დიდი ძალაა, მაგრამ როცა ლუკა და კაირი არიან პარკეტზე, ნიუ ორლეანელები არც ისე საშიშად გამოიყურებიან.

დალასმა 136:124 მოიგო.

პელიკანსის ბალანსი 4/6 ზეა, დალასის 8/2.

კლიპერსი vs მემფისი

მოხუცი ვარსკვლავების კლიპერსი მემფისს შეხვდა და 101:105 დამარცხდა. მემფისში კვლავ არ თამაშობს ჯა მორანტი. კაცმა არ იცის ფსიქოლოგთან გადის თერაპიის კურსებს თუ ისევ იარაღს ათამაშებს ხელში, მაგრამ ფაქტია რომ პარკეტზე არ არის.

მიუხედავად ამისა, მემფისი მაინც ახერხებს გამარჯვებას. დესმონდ ბეინისა და მარკუს სმარტის ლიდერობით. არ თამაშობს არც დერიკ როუზი. ყველას გვინდა კარგ ფორმაში ვიხილოთ, მაგრამ მის შემთხვევაში არასდროს არის საქმე მარტივად.

დრო იქნება საჭირო შესათამაშებლად. თუ საერთოდ გამოვიდა ეს ამბავი, რადგან უესტბრუკისა და ჰარდენის ერთად თამაში ყოველთვის პრობლემური იყო. თავად სხვაგვარად ფიქრობენ, მაგრამ რეალობა განსხვავებულია.

ტაირის შოუ

ფილადელფიამ ინდიანა პეისერსი 137:126 დაამარცხა. პეისერსმა ჯოელ ემბიდისა და მაქსის შეჩერება ვერ შეძლეს. რა ავანსიც მაქსიზეა გაცემული, ჯერჯერობით მაქსიმალურად მართლდება.

ემბიდისა და მაქსის დუეტი ძალიან კარგად გამოიყურება. შესაძლოა, დროთა განმავლობაში გამოჩნდეს, რომ ჰარდენის წასვლა პირიქით წაადგება ფილადელფიას.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა: