კარგი თამაშები შედგა დასავლეთსა და აღმოსავლეთში. ორივე კონფერენციას კარგად ახასიათებს ეს მატჩები. ოთხი საპლეიოფო გუნდიდან რაღაც პორტრეტის დახატვაც შეიძლება. ბაქსმა სელტიკსს უმასპინძლა, ყველაფერი გასაგებია, ეს გუნდები აღმოსავლეთის კონფერენციას ლიდერობენ.

დასავლეთში რა ხდება? ლეიკერსი ფინიქსს შეხვდა და ვერცერთს ვერ ნახავთ ცხრილის სათავეში. დასავლეთი ასეთია. რეგულარულში ზედმეტად ერთობიან, პლეიოფში კი დიდი თამაში იწყება.

ბაქსი vs სელტიკსი

რაღაც ისეთის მოლოდინი მქონდა რაც წინა დღეებში ბოსტონისა და მინესოტას შეხვედრაში ვნახეთ, თანაბარ, დაძაბულ ბრძოლას ველოდი და არ გამოვიდა, ბაქსმა პირველივე ნახევარში მოამთავრა საქმე. სელტიკსს აღარც უბრძოლია, ჯეილენი და ჯეისონი დაჯდნენ სკამზე და აღარც წამომდგარან. თამაში დამთავრდა.

ბაქსი ძალიან აგრესიული იყო და სროლებიც წაუვიდათ, ჰოდა, ადრეც აღგვინიშნავს, წინა მიმოხილვებში, ბაქსს თუ სამიანები მისდის მერე შეუძლებელია ამ გუნდთან რაიმეს გახდა, იმიტომ, რომ ფაქტობრივად ყველა მსროლელია. შესაძლოა, ხუთი ლილარდი არ იყოს გუნდში, მაგრამ ვიცით როგორც ისვრიან პერიმეტრიდან ლოპესი, იანისი და მიდლტონი.

არც ბობი პორტისია დასავიწყებელი კაცი, მით უმეტეს, ამ შეხვედრის მერე.

პირველი მეოთხედის ბოლოს დაიწყო ქარიშხალი, გაგრძელდა და გაგრძელდა, საბოლოოდ 25 ქულიანი გაქცევა ვნახეთ. მთელი სელტიკსი მაყურებლის როლში იყო.

პირველი ნახევარი მილუოკიმ 75:38 მოიგო. ორჯერ მეტი ქულა აიღეს მთავარ მეტოქესთან. რა ვიცი.. ელოდით ვინმე?

საბოლოოდ მილუოკიმ 135:102 მოიგო.

სელტიკსი კვლავ პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში – ბალანსი 29/9. ბაქსი მეორეა – 26/12.

მილუოკი მომდევნო შეხვედრას გოლდენ სტეიტთან გამართავს, ბოსტონი კი ჰიუსტონს შეხვდება.

ლეიკერსი vs ფინიქსი

სელტიკსის მსგავსად ლეიკერსმაც ვერაფერი გვაჩვენა. ფინიქსთან უშანსოდ დამარცხდნენ და ერთი მეოთხედი კი არა, ერთი მონაკვეთიც კი არ ყოფილა, სადაც ვინმე დაიჯერებდა რომ ლეიკერსს მატჩის მოტრიალება შეეძლო.

ფინიქსმა 127:109 მოიგო.

საუკეთესო იყო დევინ ბუკერი – 34 წუთში 31 ქულა, 5 მოხსნა, 5 ასისტი და 3 ჩაჭრა. ბუკერმა 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 11/22.

დურანტის ანგარიშზე 18 ქულა, 5 მოხსნა, 5 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 7/12.

ლებრონის ანგარიშზე 10 ქულა, 9 ასისტი, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრაა. ლებრონმა 4-დან ვერცერთი სამქულიანი ვერ ჩააგდო.

უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე რომ ლეიკერსი ისევ საპლეიოფო ზღვარზე გაივლის, ცხრილს შეხედავდა სხვა არაფერი მოგივა თავში. დასავლეთ კონფერენციაში ძალიან ამბიციური გუნდები რჩებიან ცხრილის ბოლოში.

მემფისი, გოლდენ სტეიტი, ფინიქსი, დალასი.. ყველა ექსვეულს მიღმაა, ყველა ვარსკვლავური ორგანიზაციაა და რაც მეტი დრო დარჩება პლეიოფებამდე, მით უფრო დიდი ამბები გველის წინ.

რეგულარული სეზონი