ოთხი შეხვედრა გაიმართა NBA-ში. საკრამენტო კინგსმა მაიამი ჰიტს უმასპინძლა და 110:121 დამარცხდა. ასეთი გუნდია საკრამენტო, ორი ვარსკვლავის გუნდი, ეს ორიც მუდმივად აგროვებს საჭირო სტატისტიკას, მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი მხოლოდ პლეიოფში მოსახვედრად შეიძლება იყოს საკმარისი. მერე უკვე სირთულეები გამოჩნდება.

საკრამენტო კინგსი დასავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა, მაიამი ჰიტი კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილს იკავებს.

საკრამენტოსთვის სასურველი ადგილის დაკავება გაცილებით რთულია, დასავლეთ კონფერენციაში გიჟური კონკურენციაა, კინგსმა წინ გაუშვა ნიუ-ორლეან პელიკანსი და ფინიქს სანსი, მათ უკან კი ლოს ანჯელეს ლეიკერსი, დალას მავერიქსი და გოლდენ სტეიტ უორიორზი არიან. ასეა საქმე, ერთი ფეხის დაცდენა და უკვე თამაშგარე ხარ.

რეგულარული სეზონი