Skip to content
მანჩესტერ სიტი vs ტოტენჰემი – ქვიზი
Quiz
1) ვინ არის მანჩესტერ სიტისა და ტოტენჰემის ურთიერთშეხვედრების საუკეთესო ბომბარდირი 12 გოლით?
*
ჰარი კეინი
სერხიო აგუერო
ჯერმეინ დეფო
კოლინ ბელი
2) პრემიერ ლიგის მასშტაბით, სიტისა და ტოტენჰემის მატჩებში მხოლოდ ერთ ქართველს უასპარეზია, ხომ არ გახსოვს, ვინ მოახერხა ეს?
*
მიხეილ ყაველაშვილი
კახა ცხადაძე
მურთაზ შელია
გიორგი ქინქლაძე
3) ამ გუნდებმა მიმდინარე სეზონში უკვე მოასწრეს ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში. ლიგის თასზე მატჩი ტოტენჰემის გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ ხომ არ გახსოვს სიტის ერთადერთი გოლის ავტორი?
*
სავინიო
ფილ ფოდენი
მატეუშ ნუნიეში
ილქაი გიუნდოგანი
4) პირველად ჰეთ-თრიკი სიტისა და ტოტენჰემის პრემიერლიგურ დაპირისპირებაში 2011 წლის 28 აგვისტოს ვიხილეთ, გაიხსენებ ავტორს?
*
მარიო ბალოტელი
ედინ ჯეკო
კარლოს ტევესი
ჯერმეინ დეფო
5) რაც შეეხება ბოლ ჰეთ-თრიკს ამ გუნდების მატჩში, 2014 წლით თარიღდება. ვინ მოახერხებდა სამი გოლის გატანას, თუ არა ეს ფეხბურთელი?
*
სერხიო აგუერო
ემანუელ ადებაიორი
ჰარი კეინი
რობერტო სოლდადო
6) ლონდელ დეზებსა და მანჩესტერელ ლურჯებს ერთმანეთში არაერთი ტრანსფერი გაუკეთებიათ. გახსოვს, რომელი ფეხბურთელი იყო ბოლო ტრანსფერი ამ კლუბებს შორის?
*
ვედრან ჩორლუკა
პოლ სტიუარტი
ემანუელ ადებაიორი
კაილ უოკერი
7) ბოლოს, როდესაც ტოტენჰემი ლიგის თასის ფინალს ეწვია, სწორედ პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი იყო მეტოქე. ეს შეხვედრა იმით გამოირჩა, რომ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, ჟოზე მოურინიო გაათავისუფლეს, მაგრამ რომელმა ექსტოტენჰემელმა ჩაანაცვლა განსაკუთრებული, გახსოვს?
*
ლედლი კინგი
რაიან მეისონი
ტიმ შერვუდი
მაიკლ დოუსონი
8) მიმდინარე სეზონსაც შევეხოთ. ვინ ლიდერობს ტოტენჰემს საგოლე კონტრიბუციის ნაწილში?
*
დომინიკ სოლანკე
ბრენან ჯონსონი
ჯეიმს მედისონი
დეიან კულუშევსკი
9) მანჩესტერ სიტიში ყველაფერი მარტივად არის, ყველაზე მეტი საგოლე კონტრიბუციის ავტორი ვიცით, მაგრამ ვინ ლიდერობს ქალაქელებს ყველაზე მეტი, სამი საგოლე პასით?
*
სავინიო
ბერნარდუ სილვა
კევინ დე ბრუინი
ჯეკ გრილიში
10) მომავალ შეხვედრაში თუ ერლინგ ჰოლანდი გოლის გატანას მოახერხებს, პრემიერ ლიგის ყველა დროის ბომბარდირებში ამ ექსქალაქელს გადაუსწრებს, რომელსაც ახლა უკვე Sky Sports-ზე ფანდიტის ამპლუაში ვხედავთ.
*
შონ გოატერი
დანიელ სტარიჯი
იაია ტურე
ნილ ქუინი
Submit
If you are human, leave this field blank.
Continue
Submit
Use
Shift+Tab
to go back
Tagged
მანჩესტერ სიტი
ტოტენჰემი