ლივერპული და ვულვზი მე-7 ტურის გამოტოვებულ შეხვედრას ჩაატარებენ. ენფილდი მორიგი სამი ქულის მოლოდინშია. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი setantasports.com-სა და Setanta Sports-ზე 23:55 წუთიდან დაიწყება.

11 მატჩში ლივერპული და ვულვზი ერთმანეთში მეოთხედ ითამაშებენ. ყველაზე მეტჯერ მიმდინარე სეზონში გუნდები სწორედ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

სატურნირო მდგომარეობა – ლივერპული vs ვულვზი

ლივერპული მატჩს მე-7 ადგილზე ხვდება. მერსისაიდელებს 23 მატჩის შემდეგ 36 ქულა აქვთ და მე-4 ადგილზე მყოფ ტოტენჰემს 9 ქულით ჩამორჩებიან. იურგენ კლოპის გუნდს 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და ეს პოტენციური უპირატესობაა.

ვულვზი 24 ქულით მე-15 ადგილზეა. ბოლო 4 მატჩში იულენ ლოპეტეგის გუნდმა 7 ქულა აიღო და გასავარდნ ზონასაც მოშორდა. თუმცა უპირატესობა მე-18-ზე მყოფ ევერტონთან მხოლოდ 3 ქულაა.

პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილი | Setanta Sports
პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილი

რა თქვა იურგენ კლოპმა მატჩამდე

“თუკი ამგვარ ვითარებაში კლუბს წარმატების მიღწევა შეუძლია, ეს უდავოდ ჩვენ ვართ”. ეს იურგენ კლოპის სიტყვებია. ლივერპულის მთავარი მწვრთნელი მთავარ აქცენტს ერთიანობაზე აკეთებს და ენფილდის ეიმედება.

იურგენ კლოპის პრესკონფერენცია ვულვზთან მატჩამდე

რა თქვა იულენ ლოპეტეგიმ

სეზონში მეოთხედ თამაშს ხაზი ესპანელმა სპეციალისტმაც გაუსვა. ლოპეტეგის თქმით, მის გუნდს უზადო თამაშთან მიახლოება სჭირდება, რათა ენფილდზე წარმატებას მიაღწიოს.

“ჩვენ არა მეტოქის პოზიციაზე, არამედ მისი ფეხბურთელების კლასზე ვართ ორიენტირებულები. მათ დიდებული ფეხბურთელები ჰყავთ.

წინა სამივე მატჩი განსხვავებული იყო. ჩვენ ჩვენივე თავის საუკეთესო ვერსია უნდა ვიყოთ, რათა წარმატებაზე ფიქრი შევძლოთ”.

იულენ ლოპეტეგი – ვულვზის მთავარი მწვრთნელი

ფაქტები ლივერპული vs ვულვზი

2023 კალენდარულ წელს ლივერპულმა 4 მატჩში გოლის გატანა ვერ შეძლო. მთელი 2022-ის მანძილზე კი გუნდს ასეთი მხოლოდ 2 თამაში ჰქონდა.

ურთიერთშეხვედრები

ლივერპული

ვულვზი

სად და როდის ვუყუროთ ლივერპული vs ვულვზს

ლივერპული – ვულვზის მატჩის პირდაპირ რეპორტაჟი 23:55 წუთიდან setantasports.com-სა და Setanta Sports 3-ზე იქნება. ქართულენოვან რეპორტაჟს კომენტარს ანდრო ხელაძე და ირაკლი იმედაძე გავუკეთებთ.

მარტის სიგიჟე და პრომოკოდი

setantasports.com-ზე მარტის სიგიჟე დაიწყო. პრომოკოდის MAD2023-ის გამოყენების შემთხვევაში, 700-ზე მეტ ლაივ ტრანსლაციაზე სრულიად უფასოდ მიიღებთ წვდომას.