დენვერ ნაგეთსმა მაიამიში მეორე შეხვედრაც მოიგო და ანგარიში 3:1 გახდა. მაიამის სასწაული სჭირდება იმისათვის, რომ გამარჯვებული დარჩეს, ამ სასწაულს კი საფუძველი არ აქვს.

მომდევნო შეხვედრა დენვერშია და ძალიან რთულად სავარაუდოა ნიკოლა იოკიჩმა, ჯამალ მარიმ და მთელმა დენვერმა ეს შანსი ხელიდან გაუშვან. მაიამის აღარც ძალა ჰყოფნის და აღარც ტალანტი.

იყო მომენტი..

იყო შანსი ყველაფერი რადიკალურად შეცვლილიყო, თანაც პირველი მეოთხედის დასაწყისშივე. იოკიჩმა დაშვების დროს ფეხი ცუდად დადგა, უფრო სწორად, მეტოქის ფეხზე დაეშვა, ზაზა-კავაის მომენტიც გაახსენდებოდა ადამიანს, ფეხი გადაბრუნდა, იოკიჩი პარკეტიდან გავიდა – აი, ეს იყო გარდამტეხი მომენტი. ეს იყო ის რისი იმედიც შეიძლებოდა, რომ მაიმის ჰქონოდა, მაგრამ საბედნიეროდ იოკიჩი მალევე დაბრუნდა, უვნებელი და ჯანმრთელი.

კარგი თამაში ჰქონდა ჯიმი ბატლერს, მაგრამ ამ სერიაში საუკეთესო იოკიჩია, მეორე საუკეთესო კი ჯამალ მარი. აი, მერე შეიძლება ბატლერის ხსენებაც, თუმცა, არც ის უნდა გაგვიკვირდეს თუ მესამე საუკეთესო გორდონი იქნება.

ნაგეთსსა და მაიამის შორის ზუსტად იმხელა სხვაობა გამოჩნდა, რამხელაც რეგულარულ სეზონში დაკავებული პოზიციებიდან ჩანდა.

ამ ყველაფერს კი ბრიუს ბრაუნის ძალიან კარგი თამაშიც დაემატა და თამაში დასრულდა. დენვერ ნაგეთსი მზად არის ჩემპიონობისთვის, ყველაფერი უკვე ფორმალობაა.

ნაგეთსმა 108:95 მოიგო. წინ დასკვნითი ეტაპია.

სტატისტიკა

აი, ასეთი გუნდია დენვერ ნაგეთსი.