ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. 2023-24 წლების სეზონი მილანსა და ბერნში იწყება. უკლებლივ ყველა მატჩის ხილვა setantasports.com-ზე იქნება შესაძლებელი.

პირველი სათამაშო დღეს E-H ჯგუფის მატჩებს ვნახავთ. მათგან გამორჩეული, სიკვდილის, F ჯგუფის შეხვედრებია.

ჩემპიონთა ლიგა 2023-24 I ტური – დღე 1

E ჯგუფი
ლაციო vs ატლეტიკო მადრიდი23:00app.setantasports.com
ფეიენოორდი vs სელტიკი23:00app.setantasports.com
F ჯგუფი
მილანი vs ნიუკასლი20:45app.setantasports.com
პსჟ vs დორტმუნდი23:00app.setantasports.com
G ჯგუფი
მანჩესტერ სიტი vs ცრვენა ზვეზდა23:00app.setantasports.com
იანგ ბოიზი vs ლაიფციგი20:45app.setantasports.com
H ჯგუფი
ბარსელონა vs ანტვერპენი23:00app.setantasports.com
შახტარი vs პორტუ23:00app.setantasports.com

ჩემპიონთა ლიგა 2023-24 – შახტარი vs პორტუ

ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო შახტარისა და პორტუს შეხვედრა უნდა იყოს.

გიორგი გოჩოლეიშვილსა და ირაკლი აზაროვს ძირითად შემადგენლობაში ვარაუდობენ. შესაბამისად, საქართველოს ნაკრების ფლანგის მცველები 27-ე და 28-ე ქართველი ფეხბურთელები გახდებიან, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ოდესმე უთამაშიათ.

შახტარი პორტუს გერმანიაში, ჰამბურგში, ფოლკსპარკშტადიონზე უმასპინძლებს.

ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი ჩემპიონთა ლიგაზე | Setanta Sports

ქართველები ჩემპიონთა ლიგაზე

აქამდე ჩემპიონთა ლიგაზე 23 ქართველ ფეხბურთელს უთამაშია, თუმცა სხვადასხვა გუნდის განაცხადში 26 ყოფილა. ცხადია, მხედველობაში 1992-93 წლების შემდგომი სტატისტიკა გვაქვს.

ერთ სეზონში, ყველაზე მეტი ფეხბურთელი საქართველოდან 2003-04 წლებში იყო.

სად ვუყურო ჩემპიონთა ლიგას

ჩემპიონთა ლიგის უკლებლივ ყველა შეხვედრის ნახვა მაყურებელს, პირდაპირ ეთერში setantasports.com-ზე შეუძლია.

საღამოს სესიაზე, 20:45-ზე მილანი ნიუკასლს, ხოლო იანგ ბოიზი ლაიფციგს უმასპინძლებს.

დღის დარჩენილი 6 შეხვედრა 23:00 საათიდან დაიწყება.