სულ მცირე ხნის წინ დაობდნენ დასავლეთ კონფერენციის ლიდერებისა და ფლეი-ინ ზონაში მყოფი გუნდების ძალასა და შესაძლებლობებზე. ითქვა რომ ეს მაჩანჩალა გუნდები, რომლებიც სულ ბოლოს ახერხებენ ფლეი-ოფში გასვლას მარტივად შეძლებენ ლიდერების დამარცხებასო. ლიდერებში ოკლაჰომა და მინესოტა იგულისხმეს, და არავითარ შემთხვევაში ჩემპიონი – დენვერ ნაგეთსი.

რა ვიცი.. საკამათოა და იკამათეს კიდეც ლეგენდებმა, ახლა პროგნოზის გაკეთება რთულია და არც არის საჭირო, დრო მოვა და ყველაფერს ჩვენივე თვალით ვიხილავთ.

მანამდე კი ლოს ანჯელეს ლეიკერსი ოკლაჰომა სიტის შეხვდა და 116:104 დაამარცხა.

ლოს ანჯელეს ლეიკერსი vs ოკლაჰომა სიტი თანდერი

პირველი მეოთხედი – 25:25
მეორე – 27:18
მესამე – 37:29
მეოთხე – 27:32

ლეიკერსმა მხოლოდ ბოლო მეოთხედი დათმო, ისიც იმიტომ რომ თამაშის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, საკმარისი უპირატესობა ჰქონდათ და თავს მოდუნების საშუალება მისცეს.

ლეიკერსი (34/29) დასავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა, ოკლაჰომა სიტი (42/19) მესამე ადგილზე დაქვეითდა და დენვერმა გადაუსწრო.

მილუოკ ბაქსი vs ლოს ანჯელეს კლიპერსი

აღმოსავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანი დასავლეთ კონფერენციის მეოთხეადგილოსანს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია რას უესტბრუკს, რომელმაც ზედიზედ მეორე შეხვედრა გამოტოვა, თუმცა, მილუოკს გაცილებით დიდი დანაკლისი ჰქონდა – არ უთამაშია იანის ანტეტოკუნმპოს. გასახურებლად გავიდა, მცირე დაზიანება მიიღო და თამაში აღარ გარისკა.

მიუხედავად ამისა, ბაქსმა მაინც შეძლო კლიპერსის დამარცხება – 113:106

პირველი მეოთხედი – 25:35
მეორე – 23:20
მესამე – 25:26
მეოთხე – 40:25

როგორც ხედავთ გადამწყვეტი ბოლო მეოთხედი გამოდგა, მატჩის გმირად დემიენ ლილარდი იქცა, რომელმაც 42 წუთში 41 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ჩაჭრაც მიამატა. 9-დან 4 სამქულიანი გამოიყენა, FG – 12/22.

რეგულარული სეზონი