დღეს თბილისის დროით 23:30 ზე ორლანდო მეჯიქი ბოსტონ სელტიკსს დაუპირისპირდება. გოგა ბითაძე სტაბილურად იღებს სათამაშო დროს, ბევრს თამაშობს და სარგებელიც მოაქვს. ჯერჯერობით ისე ჩანს რომ ეს სეზონი გოგას საუკეთესო და ყველაზე პროგრესირებადი უნდა გამოდგეს.

გუნდები კარგ ხასიათზე არიან, ორლანდო მეჯიქმა დენვერ ნაგეთსის დამარცხება შეძლო, ბოსტონ სელტიკსმა კი მრისხანე მილუოკ ბაქსი დაამარცხა.

ორლანდო vs დენვერი

გოგა ბითაძემ ნიკოლა იოკიჩის წინააღმდეგ ითამაშა, ვერ ვიტყვით რომ რამეს გახდა, იმ მდგომარეობაში იყო, რაშიც NBA-ის ყველა მოთამაშე იმყოფება, ცდილობ ხელი შეუშალო და არაფერი გამოდის.

იოკიჩი საუკეთესო იყო, მაგრამ დენვერი დამარცხდა. ორლანდომ 124:119 მოიგო.

მიმდინარე სეზონში ორლანდო ძალიან კარგ თამაშს აჩვენებს და როგორც ჩანს საპლეიოფო მიზნებიც აქვთ. რაც მთავარია, ამ კარგ თამაშში მნიშვნელოვანი როლი აქვს გოგა ბითაძეს.

გოგამ 12 მოხსნის დაგროვება შეძლო, ორივე გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ იოკიჩს ჰქონდა უფრო მეტი (13). ორლანდოს შემადგენლობაში 23 ქულა დააგროვა პაოლო ბანჩერომ, ხოლო 27 ფრანც ვაგნერმა.

იყო ერთი ეპიზოდი, როცა გოგას 100%-ით უნდა ესროლა, ხელს არავინ უშლიდან ფარიდან 5 მეტრში, მაგრამ პასის გაკეთება გადაწყვიტა, რადგან პაოლო ბურთს ითხოვდა, მიუხედავად იმისა, რომ მჭიდროდ მეურვეობდნენ, აქ უკვე ჩანს, რომ ბანჩეროს გავლენა და ავტორიტეტი ორლანდოში ძალიან დიდია.

ბოსტონი vs მილუოკი

სელტიკსმა მილუოკი დაბომბა! ანგარიში ისე დაფიქსირდა კაცი იფიქრებს თანაბარი თამაში და დრამა იყო პარკეტზეო, მაგრამ რეალურად სელტიკსმა მშვიდად მოიგო. ბოლომდე კონცენტრირებული დარჩა და ბაქსი ახლოს არ გაიკარა.

ამ გუნდების თამაშს ყოველთვის თან სდევს საპლეიოფო განწყობა. დონე მაღალია, კლასი არავის აკლია და მოტივაციაც ისეთია თითქოს გავარდნასთან იყოს ახლოს ვინმე.

დიდებული შეხვედრა ჰქონდა ჯეისონ ტეიტუმს, იანისიც მოწოდების სიმაღლეზე იყო, მაგრამ ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, იანისისგან უფრო მეტს ვითხოვ, უფრო მეტის ნახვა მსურს, რადგან მიმაჩნია, რომ იმავე ტეიტუმზე ერთი თავით მაღლა დგას.

ის რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს.

ლეიკერსი vs დალასი

დიდებული შეხვედრა იყო, სხვაგვარად ვერც გამოვიდოდა, როცა ჯანმრთელად არიან ლებრონ ჯეიმსი, ენტონი ედვარდსი, ლუკა დონჩიჩი და კაირი ირვინგი. თამაში გახურდა და განსაკუთრებით მაგარი ბოლო მეოთხედი ვიხილეთ.

ლეიკერსმა ბოლოსკენ ამოქაჩა და წინაც გავიდა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე კაირი ირვინგის სამიანმა დალასი წინ გაიყვანა, მერე კიდევ ორი ქულა მიამატეს და ანგარიში 104:101 გახდა.

ბოლო სროლა ორი წამით ადრე ლებრონ ჯეიმსმა დაიტოვა, რომელსაც ამ შეხვედრაში წაუვიდა სამიანები, მაგრამ ამჯერად ფარმა აისხლიტა.

ასე მორჩა.

მიუხედავად მარცხისა მე ამჟამინდელი ლეიკერსი უფრო მომწონს, ვიდრე დალასი, ლეიკერსი უფრო გუნდური და ერთიან დინამიკაში გუნდი მგონია, დალასი კი ჯერ კიდევ იხლიჩება ორ ვარსკვლავს შორის.

საინტერესო იყო ფინიქსისა და გოლდენ სტეიტის შეხვედრა, კევინ დურანტმა 32 ქულა, 8 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა. ფინიქსმა 123:115 მოიგო.

კლიპერსმა ისევ დაამარცხა სან ანტონიო, ამჯერად 109:102. ორმაგი დუბლი შეასრულა ვიქტორ ვემბანიამამ – 22 ქულა, 15 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 3 ბლოკი.

პელიკანსმა ისევ დაამარცხა საკრამენტო, ზაიონმა 25 ქულით დახურა შეხვედრა, ინგრამმა 23 ქულა ჩააგდო. პელიკანსმა 117:112 მოიგო.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა: