NBA-ში სამი შეხვედრა გაიმართა. სამიდან ერთი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა, ბოლო წლებში არა მხოლოდ ორი გამორჩეული ცენტრის დუელს ვუყურებთ, არამედ MVP-ის ჯილდოსთვის ბრძოლას.

ჯოელ ემბიდი ნიკოლა იოკიჩის დენვერს შეხვდა და კიდევ ერთხელ დაამარცხა. ემბიდი იოკიჩის წინააღმდეგ განსაკუთრებულად მოტივირებულია, იოკიჩის სახეზე, თამაშზე და სხეულის ენაზე კი ამის ამოკითხვა შეუძლებელია, მისთვის თითქოს ყოველთვის ყველაფერი სულ ერთია.

ფილადელფია vs დენვერი

დენვერმა პირველი ნახევარი 38:36 მოიგო. კარგად დაიწყო ჯოელ ემბიდმა და პირველ მეოთხედში 14 ქულა ჰქონდა. კარგად გამოიყურებოდა ტაირის მაქსიც. დენვერმა კი ანდრე ჯორდანის ლამაზი დანქით შეძლო მოგება.

მეორე მეოთხედში სურათი არ შეცვლილა, თამაში ქულა-ქულაში წავიდა, ბოლო წუთებისთვის ფილადელფია უფრო აგრესიული გახდა და მცირე უპირატესობაც მოიპოვა, მაგრამ ჯამალ მარიმ სამქულიანით ანგარიში ისევ გაათანაბრა – 78:78.

ბოლო მეოთხედის დასაწყისისთვის ანგარიში 104:101 იყო დენვერის სასარგებლოდ. იკოკიჩი ტრადიცულად წარმართავდა გუნდის თამაშს, ვერ ვიტყვით რომ რომელიმე გუნდი რამეში დაიჩაგრა, უბრალოდ ყველაფერი ბოლო წუთებს უნდა გადაეწყვიტა, მაგრამ ემბიდმა სხვაგვარად განსაჯა. უფრო ადრე აფეთქდა, უფრო ადრე დაიწყო თამაშის მოგებაზე ფიქრო და ბოლო მეოთხედოს შუაწელს ფილადელფია 10 ქულით გაიქცა, ათივე ჯოელის ანგარიშზეა. ამ მონაკვეთში ემბიდმა იოკიჩს ყველაფერში აჯობა.

ფილადელფია (26/13) აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა, ისევე როგორც დენვერი (28/14) დასავლეთში.

სიქსერსი მომდევნო შეხვედრას გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქსთან გამართავს. დენვერი კი ბოსტონ სელტიკსს შეხვდება.

რეგულარული სეზონი

გარდა ცენტრალური შეხვედრისა კიდევ ორი მატჩი გაიმართა: