კარგი თამაშები ვიხილეთ, დასკვნების გამოტანას რომ გაგიადვილებს და ბევრ რამეზეც რომ დაგაფიქრებს ისეთი. სულ რაღაც ხუთი თამაში ჩატარდა და მოდი, სამს შედარებით ვრცლად გავყვეთ.

მანამდე კი ორი სიტყვა ცხრილზეც ვთქვათ, თითქოს ყველაფერი ლოგიკურად მიდის, დასავლეთში ისევ ბოლო მატჩების დრამა გვექნება, ეს ფაქტია, აღმოსავლეთში კი არავინ ელოდა ორლანდოს ასეთ თამაშს, რაც ჩვენც გვახარებს, რა თქმა უნდა.

ჰოდა, დრამას მივუბრუნდეთ, სამივე მატჩი, რომელსაც შევეხებით დასავლეთში ჩატარდა.

კლიპერსი vs დენვერი

მატჩის წინ რომ ეკითხათ ვიტყოდი რომ ფავორიტი კლიპერსია-მეთქი, თავისი ბებერი ვარსკვლავებით, თუმცა, ჩემი აზრით მათ ფავორიტობას არა იმდენად ეს ვარსკვლავები, არამედ ის განაპირობებდა რომ დენვერს ნიკოლა იოკიჩი აკლდა. იოკიჩი კიდე ნახევარი გუნდია. ნახევარზე მეტიც. ხანდახან მთელი გუნდია, და გუნდზე მეტიც.

მაგრამ დენვერმა მოიგო, მეტწილად მოიგო საჩემპიონო მენტალობის ხარჯზე. ეს გუნდი უკვე ჩემპიონია, მათ მოთამაშეებს კი გამარჯვებულის მენტალიტეტი გამოუმუშადათ, თან ეგრეც არ არის, რეჯი ჯექსონი და დეანდრე ჯორდანი იყვნენ პარკეტზე, ჰოდა მოიგეს – 113:104.

კლიპერსი მეოთხე მეოთხედში 11 ქულიანი უპირატესობით შევიდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მოახერხეს და დამარცხდნენ. არა მგონია ეს დაღლილობის ბრალი იყოს, იმ ინტენსივობის რომელიც ბოლო მეოთხედში კულმინაციას აღწევს, მაგრამ კლიპერსს ხშირად წამოაძახებენ ხოლმე ამას, მათ ვარსკვლავებში ასაკობრივი ბალანსი არ არის.

ბებრებით დავიწყოთ:

ასე რომ, ასაკი არაფერ შუაშია, უფრო, საჩემპიონო მენტალობისა და ბალანსის ამბავია.

ფილადელფია vs ლეიკერსი

კარგი ანონსი იყო, მაგრამ ერთი გუნდის დომინაცია ვიხილეთ. ჯოელ ემბიდმა ენტონი დევისსა და მთელ ლეიკერსს გადაუარა. MVP- ზეა საუბარი ბოლოს და ბოლოს. ვის მიაჩნია სამართლიანად, ეგ ცალკე ამბავია.

ჯოელმა დევისი ყველაფერში დაჩაგრა, შეტევაშიც, დაცვაშიც, დინამიკაშიც, სისწრაფეშიც და ძალაშიც. მატჩის მთავარ ჰაილაითად კი მისი დაფარება იქცა.

ტაირის მაქსი კი ფრენას აგრძელებს. ჰარდენის წასვლაზე უკეთესი მისთვის არაფერი ყოფილა. ახლა მაქსი გაცილებით ხშირად არის ბურთით და პროგრესიც სახეზეა.

სიქსერსმა 138:94 მოიგო.

პელიკანსი vs იუტა

პელიკანსმა მოახერხა და დამარცხდა. მომეჩვენა რომ მაინცდამაინც სერიოზულად ვერ მიუდგნენ შეხვედრას. გვაჩვენეს ლამაზი ეპიზოდები, მაგრამ ქილერის ინსტიქტი ამ გუნდს ჯერ კიდევ აკლია.

მატჩის მიწურულს სხვაობა ორი ქულა იყო, შეტევაში პელიკანსი, ბურთით ზაიონ უილიამსონი, შების ფართან და მგონია, რომ გაათანაბრებს, მაგრამ ცუდ გადაწუვეტილებას იღებს, ინგრამზე გადაწყვიტა პასი, გადაწყვეტილებასთან ერთად, პასიც ცუდი იყო, ინგრამმა დრო დაკარგა და მისი სროლაც ვერ ჩავარდა.

ასე მორჩა – 112:114.

პელიკანსის ბალანსი 9-9 ზეა.

დარჩენილი ორი შეხვედრა ასე დასრულდა: