NBA-ში ორი შეხვედრა გაიმართა, მილუოკი ინდიანას, ორლანდო კი ატლანტას შეხვდა. ორივე მატჩი ძალიან დრამატული და საინტერესო გამოდგა. მილუოკი ვარსკვლავური შემადგენლობით იქცევს ყურადღებას, ორლანდოს კი მეტწილად გოგა ბითაძის გამო ვაკვირდებით გამადიდებელი შუშით.

პეისერსი vs ბაქსი

დავიწყოთ იმით რომ დემიან ლილარდს ტრავმის გამო არ უთამაშია. იანის ანტეტოკუნმპოს დიდებული შეხვედრა ჰქონდა და რაღაც მხრივ ჯორდანიც გამახსენა, ბევრი საერთო ამ ორ შეხვედრას შორის ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ერთი მთავარი მაინც შესამჩნევია – ძალიან მაგარი პერფორმანსის მერე ორივე დამარცხდა. ჯორდანი სელტიკსთან, პლეიოფში, ანტეტოკუნმპო კი ინდიანასთან.

პეისერსმა 126:124 მოიგო.

ბოლო სამიანი მიდლტონმა ზუსტად გაუშვა, მაგრამ ამით მხოლოდ ანგარიშის შემცირება შეძლო.

ორლანდო vs ატლანტა

გუნდებმა სანახაობრივი შეხვედრა ჩაატარეს. თანაბარი თამაში იყო, განსაკუთრებით ბოლო მეოთხედი, ქულა ქულაში წავიდა, საბოლოოდ კი ატლანტამ იმარჯვა.

დიდი როლი ითამაშა ამ გამარჯვებაში ტრეი იანგმა, ყველაზე მაღალი დონის მოთამაშე სწორედ ის იყო პარკეტზე და მან გადაწყვიტა თამაშის ბედი. ძალიან სწორი მოქმედებით დაშალა ორლანდო.

თავის მხრივ, ბანჩეროს ჰქონდა შანსი გამარჯვების სამიანი ჩაეგდო, მაგრამ ვერ გამოდგა ზუსტი.

კარგი ამბავი ის არის რომ გოგა ბითაძე ძირითად ხუთეულს გაუშინაურდა, საჭირო წუთებსაც იღებს და რაც მთავარია პროდუქტიულად იყენებს.

ტრეი იანგი ჯერჯერობით ატლანტაშია, თუმცა, არ წყდება საუბარი იმაზე რომ ტრეი ტრეიდს მოითხოვს.