ძალიან მნიშვნელოვანი მატჩის მოგება შეძლო გოლდენ სტეიტ უორიორზმა, რა თქმა უნდა, სტეფ კარის დიდი დამსახურებით. სტეფს გამორჩეული თამაში ჰქონდა, იმავეს ველოდით ჯოელ ემბიდისგანაც, მაგრამ რაღაც ვერ აეწყო, სროლები არ წაუვიდა.

აღსანიშნია ისიც რომ ფილადელფიას აკლდა ტაირის მაქსი, თუმცა, ქომაგი სიქსერსისგან გაცილებით მეტს ელოდა. თამაშის მიწურულს იყო ძალიან უსიამოვნო მომენტი, ბურთზე ბრძოლისას დაზიანება მიიღო ემბიდმა და პარკეტი კოჭლობით დატოვა, როგორც ამბობენ სერიოზული არაფერია და სწრაფად დაბრუნდება.

პირველი მეოთხედი ფილადელფიამ მოიგო, მეორე გოლდენ სტეიტმა, თანაბარი სხვაობით, ასე რომ, პირველი ნახევრის მერე ანგარიში 51:51 იყო.

აი შემდეგ კი სტეფის ხარჯზე უპირატესობა გაიზარდა, უორიორზმა მესამე მეოთხედიც მოიგო და ბოლოც სასურველად დაასრულა, – 119:107.

ფილადელფია (29/17) აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე დაქვეითდა, წინ ნიუ-იორკ ნიქსი და კლივლენდი გაუშვა. სიქსერსი მომდევნო შეხვედრას იუტასთან გამართავს.

გოლდენ სტეიტი (20/24) დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა და სავარაუდოდ ფლეი ინისთვის მოუწევს ბრძოლა.

რეგულარული სეზონი