Skip to content
ჩელსი vs არსენალი – ქვიზი
Chelsea vs Arsenal - Quiz
1) ჩამოთვლილთაგან რომელი ფეხბურთელი ინარჩუნებს ბომბარდირობას კვლავ ჩელსისა და არსენალის ურთიერთდაპირისპირებაში?
*
ტიერი ანრი
რობინ ვან პერსი
დიდიე დროგბა
ედენ აზარი
2) ემანუელ პეტი იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც ჩელსიშიც უთამაშიათ და არსენალშიც. ხომ არ გახსოვს, ემანუელ პეტიმ არსენალის შემდეგ რომელ გუნდში გაატარა 1 სეზონი, სანამ შემდეგ ჩელსის მიაშურებდა?
*
კრისტალ პალასი
ბარსელონა
პსჟ
ვესტ ჰემი
3) ჩელსის რომელმა მწვრთნელმა ჩაუშხამა არსენ ვენგერს საიუბილეო მე-1000 თამაში არსენალის მწვრთნელის ამპლუაში, როდესაც 6-0 განადგურდნენ ლონდონელი წითლები?
*
ანტონიო კონტე
კარლო ანჩელოტი
ჟოზე მოურინიო
რაფაელ ბენიტესი
4) ჩელსისა და არსენალის პრემიერლიგურ მატჩებს სულ 2 ჰეთ-თრიკი ახსოვთ. და ხომ არ იცი, პირველად ვინ გაიტანა 3 გოლი ამ გუნდების გადაკვეთისას პრემიერ-ლიგაში?
*
დენის ბერგკამპი
დავორ შუკერი
ნვანკვო კანუ
იან რაიტი
5) ჩელსისა და არსენალში სხვადასხვა დროს ბევრ ფეხბურთელს რომ უთამაშია, ეს ახალი ამბავი არაა, მაგრამ ხომ არ გახსოვს, ვინ იყო ბოლო ფეხბურთელი, რომელიც არსენალიდან პირდაპირ გადავიდა ჩელსიში?
*
ეშლი კოული
პიერ-ემერიკ ობამეიანგი
ნიკოლა ანელკა
ოლივიე ჟირუ
6) 2006 წლის დეკემბერი - პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გამოდგა ესთეტიკური გოლების მხრივ, რადგანაც არსენალის კარში ჩელსის ამ ფეხბურთელის გოლმა საუკეთესოს წოდება ვერ დაიმსახურა. ხომ არ გახსოვს, ვინ გაუტანა მეთოფეებს 32 მეტრიდან ულამაზესი „სქრიმერი“?
*
მიკაელ ესიენი
კლოდ მაკელელე
ჯერემი ნჯიტაპი
ფრენკ ლამპარდი
7) ამ გუნდების პრემიერლიგური ურთიერთშეხვედრის პირველი ჰეთ-თრიკი გავიხსენეთ. და ხომ არ გახსოვს, მეორე და ჯერჯერობით ბოლო ჰეთ-თრიკის ავტორი ჩელსისა და არსენალის მატჩში? თუ გეტყვი, რომ მას შემდეგ 13 წელი გავიდა.
*
ფერნანდო ტორესი
თეო უოლკოტი
რობინ ვან პერსი
ფრენკ ლამპარდი
8) ჩამოთვლილთაგან რომელ ფეხბურთელს აქვს ყველაზე მეტი საგოლე კონტრიბუცია პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში?
*
ბუკაიო საკა
კოულ პალმერი
ნიკოლას ჯექსონი
კაი ჰავერცი
9) პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ერთ მატჩში ზუსტად 3 გოლი მხოლოდ ორ ფეხბურთელს აქვს გატანილი. ერთი მათგანი ერლინგ ჰოლანდია, ხომ არ გახსოვს, ჩამოთვლილთაგან რომელმა ფეხბურთელმა მოახერხა მხოლოდ სამი გოლის გატანა?
*
ლეანდრო ტროსარი
ნიკოლას ჯექსონი
ბუკაიო საკა
ნონი მადუეკე
10) ლურჯ-წითელთა ლონდონურ დერბიში ოთხ უკრაინელ ფეხბურთელს მიუღია მონაწილეობა. ჩამოთვლილთაგან დაასახელე, გოლის გატანა რომელმა ერთმა შეძლო ამ გუნდების ურთიერთშეხვედრაში.
*
ანდრიი შევჩენკო
ოლეჰ ლუჟნი
მიხაილო მუდრიკი
ოლექსანდრ ზინჩენკო
Submit
If you are human, leave this field blank.
Continue
Submit
Use
Shift+Tab
to go back
Tagged
Tag: პრემიერ ლიგა
არსენალი
ჩელსი