სულ რაღაც ორი თვე დარჩა პლეიოფებამდე. ეს დრო სწრაფად გავა, თამაშებიც უფრო საინტერესო და სანახაობრივი გახდება, როგორც მინიმუმ დასავლეთ კონფერენციაში მაინც.

ჰოდა, მოდი, ჩვენც დასავლეთ კონფერენციაზე გავაკეთოთ აქცენტი.

გოლდენ სტეიტი vs დენვერ ნაგეთსი

გოლდენ სტეიტისთვის კარგი ამბავი ის არის რომ კლეი ტომპსონმა გაიღვიძა, როგორც იქნა, კარგი შეხვედრა ჩაატარა, ან, კარგი პირველი ნახევარი, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი. საერთოდ, რაც არ უნდა კარგად ითამაშონ კლეიმ და გრინმა, მაინც წარსულში დარჩენილი ლეგენდების შთაბეჭდილებას ტოვებენ, რასაც ვერ ვიტყვით სტეფ კარიზე.

აი, იოკიჩი და ჯამალ მარი ეს უკვე აწმყოა და შესაძლოა მომავალიც.

დენვერმა 119:103 მოიგო.

ნიკოლა იოკიჩმა მორიგი სამმაგი დუბლი მიითვალა და სამმაგსაც ხომ გააჩნია?! ეს კაცი რასაც აკეთებს საერთოდ რთულია ახსნა მოუძებნო, არა იმიტომ, რომ წარმოუდგენელ ქულებს იწერს, შთამბეჭდავია ეს ქულები, მაგრამ წარმოსადგენი, აი, როგორ აკეთებს ამ ყველაფერს, ეს უკვე რთული გასააზრებელია.

ისე მშვიდად მოქმედებს, გეგონება ასაკით უმცროს მოთამაშეებთან შეაგდეს და ესეც ძალების დაზოგვით რასაც უნდა იმას აკეთებს. სამიანსაც ისე ისვრის წესით არ უნდა ჩავარდეს, მაგრამ ვარდება.

ძალიან დიდი კაცია ნიკოლა იოკიჩი! ის უიშვიათესი შემთხვევაა, რომელზეც იტყვი რომ NBA-ის ნებისმიერ ეპოქაში შეძლებდა თავის დამკვიდრებას.

დენვერ ნაგეთსი (39/19) დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. გოლდენ სტეიტი (29/27) მეათე ადგილს იკავებს.

ფინიქს სანსი vs ლოს ანჯელეს ლეიკერსი

სანახაობრივი თამაში გამოვიდა, ფინიქსმა დამაჯერებლად დაამარცხა ლოს ანჯელეს ლეიკერსი. აქვს ამ გუნდს პოტენციალი, კიდევ უფრო მეტის შესაძლებლობა, როგორც ბოლ ბოლი ტოვებს ყოველთვის ასე შთაბეჭდილებას რომ გაცილებით მეტი შეუძლია, ასეა მთლიანად ფინიქსიც.

ფინიქს სანსი (34/24) მეექსვე ადგილზეა, ლოს ანჯელეს ლეიკერსი (31/28) კი მეცხრე ადგილს იკავებს.

რეგულარული სეზონი