Skip to content
ლიონი vs სენტ-ეტიენი – ქვიზი
Lyon vs Saint-Etienne (quiz)
1) რა სახელით მოიხსენიებენ ლიონისა და სენტ-ეტიენის დაპირისპირებას?
*
ლე კლასიკი
რონის დერბი
ნორმანდიის დერბი
კოტ დ’აზურის დერბი
2) ზურიკო დავითაშვილიც და გიორგი მიქაუტაძეც პირველად მიიღებენ მონაწილეობას რონის დერბიში. გაიხსენე, საქართველოს ნაკრების რომელ მწვრთნელს მიუღია მონაწილეობა ლიონისა და სენტ-ეტიენის დაპირისპირებაში, სანამ ზურიკო და ჟორჟი მოახერხებენ ამას?
*
ალან ჟირესი
ვილი სანიოლი
იოჰან ბოსკამპი
კლაუს ტოპმიოლერი
3) რონის დერბიში ორივე გუნდის მაისურით არაერთ ფეხბურთელს უთამაშია. მაგრამ გახსოვს, ჩამოთვლილთაგან რომელმა ექსპრემიერლიგელმა გაიტანა გოლი რონის დერბიში, როგორც სენტ-ეტიენის, ისე ლიონის მაისურით?
*
სტიდ მალბრანკი
რიკი ვან ვოლფსვინკელი
ბერტრან ტრაორე
ბაფეტიმბი გომისი
4) ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილმა და გიორგი მიქაუტაძემ ერთ-ერთი ფრანგული გუნდის კარი აიღეს, თანაც არაერთხელ. გახსოვს, რომელ გუნდს გაუჭირდა ქართველ ფეხბურთელებთან გამკლავება?
*
ოსერი
ლილი
ლე ავრი
ნანტი
5) ფრანსუა ლემასონი პირველი მეკარე იყო, რომელიც ლურჯ ბანაკსაც წარმოადგენდა და მწვანესაც. ხომ არ გახსენდება მეორე მეკარე, რომელიც, მის მსგავსად, ლიონის კარსაც იცავდა და სენტ-ეტიენისაც. თუ გეტყვი, რომ საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი აქვს წაგებული.
*
უგო ლორისი
გრეგორი კუპე
ფაბიენ ბართეზი
სტივ მანდანდა
6) ზურიკო დავითაშვილის შესრულებული ჰეთ-თრიკი გვახსოვს. ისიც გავიხსენეთ, თუ ვის წინააღმდეგ მოახერხა ეს. მაგრამ გახსოვს, დუბლით რომელ გუნდს დაამახსოვრა თავი სენტ-ეტიენის 22-ე ნომერმა?
*
ნიცა
ბრესტი
სტრასბური
ანჟე
7) ამ დროისათვის ლიონის კარში ერთ ქართველს აქვს გოლი გატანილი, თანაც ერთზე მეტი. ხომ არ გახსენდება, ოლიმპიკის წინააღმდეგ სხვადასხვა დროს ვინ გამოიჩინა თავი ორჯერ?
*
გია გურული
ჯაბა კანკავა
ამირან სანაია
ოთარ დუნდუა
8) ხომ არ გახსოვს, ამ მომენტისათვის ვინ არის ლიონის მთავარი ბომბარდირი ლიგა 1-ის მასშტაბით?
*
გიორგი მიქაუტაძე
გიფტ ორბანი
ალექსანდრ ლაკაზეტი
მალიკ ფოფანა
9) ლიონის ყველა დროის ბომბარდირთა 50-ეულში მოქმედი შემადგენლობიდან ორი ფეხბურთელია წარმოდგენილი. ერთი, რა თქმა უნდა, ალექსანდრ ლაკაზეტია. ხომ არ გახსოვს, ვინ არის მეორე ფეხბურთელი?
*
კორენტენ ტოლისო
რაიან შერკი
ჟორდან ვერეტუ
მაქსენს კაკრე
10) საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში არაერთ ქართველს უთამაშია. ხომ არ იცი, ამ ეტაპისთვის ვინ არის ქართველთა ლეგიონის საუკეთესო ბომბარდირი საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონის მასშტაბით?
*
ჯაბა კანკავა
გია გურული
გიორგი მიქაუტაძე
ზურიკო დავითაშვილი
Submit
If you are human, leave this field blank.
Continue
Submit
Use
Shift+Tab
to go back
Tagged
გიორგი მიქაუტაძე