Skip to content
ნაპოლი vs ატალანტა – ქვიზი
Napoli vs Atalanta
ალბათ, ყველას გვახსოვს ხვიჩა კვარაცხელიას ის იკონური გოლი ლა დეას კარში, რა დროსაც თავის ნებაზე აცეკვა ბერგამოელი მცველები. მაგრამ გახსოვს, სულ რამდენის გატანა შეძლო ქართველმა ატალანტას წინააღმდეგ?
*
5
4
3
2
ნაპოლისა და ატალანტას ურთიერთშეხვედრების ბომბარდირი ჟოზე ალტაფინია ჰ7 გოლით, მეორე პოზიციას კი ეს არგენტინელი შემტევი იკავებს. ხომ არ იცი, ჩამოთვლილთაგან რომელი?
*
ეზეკიელ ლავეცი
დიეგო მარადონა
გონსალო იგუაინი
ალეხანდრო პაპუ გომესი
ნაპოლისა და ატალანტას ურთიერთდაპირისპირებებს სამი ჰეთ-თრიკი ახსოვს. ჩამოთვლილთაგან დაასახელე, რომელ ფეხბურთელს არ დაუტოვებია მოედანი 3 გოლით ამ გუნდების გადაკვეთისას?
*
ჟოზე ალტაფინი
ადრიანო ბასეტო
ედინსონ კავანი
ჰანს ოლოფ იეპსონი
1990 წელს, ჩემპიონობისთვის მილანი და ნაპოლი იბრძოდნენ, 3 ტურით ადრე ნეაპოლელები ბერგამოში ჩავიდნენ და ისე გაიმარჯვეს, რომ გოლიც კი არ გაუტანიათ. ნაპოლის ბრაზილელ ფეხბურთელს, ატალანტას გულშემატკივრებმა მონეტა ესროლეს და მოარტყეს. დაასახელე ნაპოლის ეს ფეხბურთელი, თუ გეტყვი, რომ მისი მეტსახელი პორტუგალიურად „გერმანელს“ ნიშნავს და მისი მომდევნო კლუბი სწორედ ატალანტა იყო.
*
კარეკა
ალემაო
დირსეუ
ევაირი
ნაპოლისა და ატალანტას მატჩს უკავშირდება ერთი ლეგენდარული ფეხბურთელის დიდ სცენაზე გამოჩენაც. ნეაპოლურ-ბერგამოულ დაპირისპირებაში ამ იტალიელმა პირველი გოლი გაიტანა ნაპოლის მაისურით. დაასახელე, რომელმა ფეხბურთელმა შეძლო ეს, თუ მიგანიშნებ, რომ დიეგო მარადონამ მასზე ასეთ რამ თქვა: „საბოლოოდ მათ მოახერხეს და ჩემზე დაბალი ვინმე იყიდეს."
*
მასიმო მაურო
ჯანფრანკო ძოლა
ფერნანდო დე ნაპოლი
კარეკა
ჯან პიერო გასპერინის ანტონიო კონტე მხოლოდ ერთხელ ჰყავს დამარცხებული. თუმცა თუ იცი, ანტონიო კონტეს, როგორც მწვრთნელს, რამდენი მარცხი აქვს უშუალოდ ატალანტას წინააღმდეგ ჩატარებული 12 მატჩიდან?
*
0
1
3
4
გახსოვს, ვინ იყო ნეაპოლელთა მთავარი მწრვთნელი, მაშინ, როდესაც სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე ნაპოლიმ აბსოლუტური ფიასკო განიცადა და ატალანტასთან 0:3 დამარცხდა?
*
რუდი გარსია
ვალტერ მაძარი
ფრანჩესკო კალცონა
ლუჩიანო სპალეტი
სერია A-ს მიმდინარე სეზონის განმავლობაში ჰეთ-თრიკი მხოლოდ ორ ფეხბურთელს აქვს. ერთ-ერთი მარკუს ტურამია, მეორე კი ეს იტალიელი, რომელსაც თინეიჯერობის წლები, როგორც რივერ პლეიტის, ისე ბოკა ხუნიორსის აკადემიაში აქვს გატარებული. დაასახელე ეს ფეხბურთელი.
*
მატეო რეტეგი
ჯაკომო რასპადორი
მატეო პოლიტანო
მარკო ბრეშანინი
კარგად გვახსოვს ნაპოლის შთამბეჭდავი სეზონი და შედეგად 2023 წლის ოქროს ბურთის 30 ნომინანტს შორის მოხვედრილი ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია. 2024 წლის ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის ნეაპოლელთა მხრიდან არავინ იყო, მაგრამ ატალანტას ჰყავდა თავისი წარმომადგენელი, რომელიც იყო...?
*
მარიო პაშალიჩი
ედერსონი
ჯორჯო სკალვინი
ადემოლა ლუკმენი
ატალანტასა და ნაპოლის შორის 1990 წლის აპრილში გამართული შეხვედრა, უკანასკნელი მატჩი იყო ფეხბურთელის ამპლუაში ამ იტალიელისთვის, რომელიც შემდგომ არაერთი იტალიური კლუბისა და ეროვნული ნაკრების მწვრთნელიც ყოფილა. დაასახელეთ ის.
*
ჩირო ფერარა
ჩეზარე პრანდელი
მარკო ბარონი
ვალტერ ბონაჩინა
და ბოლოს, რა იმღერა ანდრო ხელაძემ მაშინ, როდესაც კვარამ ატალანტას სერია A-ს სეზონის საუკეთესო გოლი გაუტანა?
*
Kvara's on Fire
ჩაკრულო
Ho visto Kvaradona
Kvara Perche ti amo
Submit
If you are human, leave this field blank.
Continue
Submit
Use
Shift+Tab
to go back
Tagged
ნაპოლი
ხვიჩა კვარაცხელია