შოთა არველაძე და გიორგი ქინქლაძე აიბროქსზე ერთმანეთის პირისპირ ითამაშებენ. რეინჯერსის ლეგენდები მსოფლიო XI-ის წინააღმდეგ.

Weekend of Legends II საქველმოქმედო მატჩი სწორედ ამ სახელწოდების შეხვედრის მეორე სერიით 26 მარტს გაიმართება.

სრული შემადგენლობები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა რეინჯერსის მხარეს, დღეის მდგომარეობით, ითამაშებენ:

ამ ეტაპზე მსოფლიოს 11-ეულის შემადგენლობის ცნობილი სახეების სია ასე გამოიყურება.

წინა ჯერზე როდესაც შოთა არველაძემ ლეგენდების მატჩში მონაწილეობა მიიღო, გოლიც გაიტანა. საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირმა თაური დარტყმით აიბროქსის პუბლიკა აღფრთოვანებაში კიდევ ერთხელ მოიყვანა.

საინტერესოა რომ შოთა არველაძე და გიორგი ქინქლაძე ერთმანეთის წინააღმდეგ წარსდგებიან. ვეტერან ქართველ ფეხბურთელებს ერთად საქართველოს ნაკრებსა და აიაქსში უთამაშიათ.