ნაპოლი სპეციას ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტი ისევ შეუჩერებელია. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ჩემპიონობისკენ.
ანგარიში 47-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. ბურთი უკიდურეს კუთხეში გაგზავნა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. უნდა ითქვას, რომ ამ დროს პოლიტანოც მოედანზე იყო.
68-ე წუთზე ოსიმენმა მეკარეს მაღალ ნახტომში აჯობა და ანგარიში ორამდე გაზარდა.
73-ე წუთზე კვარაცხელია ერთი-ერთზე გავიდა და ვიქტორ ოსიმენს ცარიელ კარში გაატანინა.
ხვიჩა 74-ე წუთზე შეცვალეს. ოსიმენი 82-ეზე.
გამოხმაურება
“კვარა+ოსიმენი – ნაპოლიმ სპეციას შანსი არ დაუტოვა და 16 ქულით გაიჭრა წინ”, – წერს La Gazzetta Dello Sport-ი.