Red Bull Car Park Drift საერთაშორისო სერიების საქართველოს ფინალი 1-ელ სექტემბერს ჩატარდება. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი, კიდევ ერთხელ, შეივსება ენერგიული და ამბიციური დრიფტერებითა და სუნთქვისშემკვრელი სანახაობის მაძიებლებით.

Red Bull Car Park Drift 2024-ის ღონისძიების მედია პარტნიორი Setanta Sports იქნება! 

რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 26 აგვისტოს 14:00 საათამდე გაგრძელდება

ფინალში მონაწილეობას ოცი საუკეთესი დრიფტერი მიიღებს. გამარჯვებული კი, მსოფლიო ფინალზე, ომანში, წარადგენს საქართველოს.

Red Bull Car Park Drift-ის შესახებ

Red Bull Car Park Drift-ში მონაწილეობა როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ დრიფტერებს შეუძლიათ, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 18 წელი. მონაწილეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ივენთის გვერდზე.