ისტორიული გამარჯვება – მაროკო ნახევარფინალშია

ისტორია დაწერილია, აფრიკის წარმომადგენელი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშებს. გაახსენდება ადამიანს ყველა ის ნაკრები, რომელიც შორს გასვლას ცდილობდა და ხელი მოეცარა, ვერც როჟე მილა მივიდა ნახევარფინალამდე, ვერც ნიგერიის ოქროს თაობა, ვერც სამუელ ეტო’ო, ვერც სენეგალი და ელჰაჯი დიუფი, ვერც განა გავიდა მიუხედავად იმისა, რომ აფრიკაში ტარდებოდა მუნდიალი, და აი, მოვიდა ეს დროც, აფრიკის წარმომადგენელი ფინალამდე ერთ […]

კრიშტიანუ გავრცელებულ ხმებს უარჰყოფს

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ უარჰყო გავრცელებული ხმები კრიშტიანუ რონალდუს მუქარის შესახებ. შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ დაიწერა, რომ სათადარიგოთა შორის დარჩენილი რონალდუ განაწყენდა და გუნდიდან წასვლით დაიმუქრა. ეს პირველი შემთხვევა იყო ევრო 2008-ის შემდეგ, როცა რონალდუ დიდ ტურნირზე სათადარიგოთა შორის დარჩა. როგორც დაიწყო ისე გრძელდება, – მუნდიალის დაწყების წინ, პრესაში იწერებოდა ფეხბურთელებს შორის დაძაბული ურთიერთობის შესახებ, ავრცელებდნენ რონალდუსა […]

ფრედი მერკურის კატა, ირმის ნახტომის გალაქტიკაში

სანამ პორტუგალია – შვეიცარიის მატჩი დაიწყებოდა, ფეხბურთელებმა უკვე იცოდნენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში მათი მეტოქე მაროკოს ნაკრები იქნებოდა. შვეიცარიას წესით მეტი მოტივაცია უნდა ჰქონოდა, მაროკომ აჩვენა, რომ ფავორიტის დამარცხება შესაძლებელია. დიდ ტურნირებზე ყოველთვის არის ერთი გუნდი, რომელიც შორს მიდის და მთავარი სენსაციის ავტორად გვევლინება. მიმდინარე ჩემპიონატზე ეს გუნდი მაროკოა, შვეიცარიამ კი ვერაფერი გააწყო. თავის მხრივ, პორტუგალიამ […]

ბრაზილია და პორტუგალია პლეიოფში

ЧС-2022. Бразилія та Португалія вийшли у плей-оф | Setanta Sports

მეორე წრის ბოლო მატჩები სანახაობრივი და დრამატული გამოდგა, თითქმის ყველა ჯგუფში ინტრიგა შენარჩუნებულია, მესამე წრეში იბრძოლებენ როგორც ჯგუფიდან გასასვლელად, ისე პირველი ადგილის დასაკავებლად. G ჯგუფი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე უხვგოლიანი ფრე ვიხილეთ დღის პირველ შეხვედრაში, სერბეთი კამერუნს დაუპირისპირდა და მოლოდინიც ბევრი გოლისა იყო, რადგან არცერთ გუნდს არ ჰყავს ისეთი დაცვის ხაზი რომ კარი მშრალად შეინახოს. […]