ციციპასი სლემის ფინალში მეორედ ითამაშებს
ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში 24 წლის სტეფანოს ციციპასი მიიღებს მონაწილეობას. ბერძენმა ჩოგბურთელმა AO-ს ნახევარფინალში კარენ ხაჩანოვს ოთხ სეტში მოუგო 7-6(2), 6-4, 6-7(6), 6-3. მატჩის უდიდესი ნაწილი სტეფანოსის უპირატესობით მიმდინარეობდა. ის ოპონენტს მუდმივი ზეწოლის ქვეშ ამყოფებდა. შეხვედრა სამ საათსა და 21 წუთს გაგრძელდა. ციციპასმა მეტოქეს თავისი ცეცხლოვანი თამაში შესთავაზა. მეორე სეტში ბერძენმა ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო გათამაშება […]
ჯოკოვიჩი ფრენა-ფრენით 1/4 ფინალში
35 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე დომინირებას არ წყვეტს. სერბმა ჩოგბურთელმა AO-ს მეოთხე წრეში ადგილობრივთა ფავორიტს, რეიტინგის 24-ე ნომერს ალექს დე მინორს ყოველგვარი პრობლემის გარეშე აჯობა (6-2, 6-1, 6-2). ტურნირის დაწყების წინ ნოლემ გულშემატკივრებს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სანერვიულო მისცა. მთელი კვირის განმავლობაში ის შეხვეული ფეხით თამაშობს, თუმცა ფაქტია, ეს წარმატების მიღწევაში ხელს მთლიანად […]
ენდი მარის სასწაული კოკინაკისთან!
ვეტერანი ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდი მარი ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში ორი სეტის წაგების შემდეგ არ ნებდება და საოცარ შეხვედრას იგებს. 35 წლის სერ ენდი მარიმ ადგილობრივთა ფავორიტი თანასი კოკინაკისი ხუთ სეტში, 4-6, 6-7(4), 7-6(5), 6-3, 7-5 დაამარცხა. მატჩი 5 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა. ეს ბრიტანელისთვის კარიერაში ყველაზე ხანგრძლივი ორთაბრძოლა იყო. აგრეთვე, ეს ავსტრალიური სლემის […]
ტრავმიანი ჯოკოვიჩი AO-ს მესამე რაუნდშია
ავსტრალიის ღია პირველობის 9-გზის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი საიუბილეო სლემისთვის ბრძოლას აგრძელებს. 3-საათიანი ბრძოლის შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩმა რეიტინგის 191-ე ნომერი ენცო კუაკო დაამარცხა (6:1, 6:7, 6:2, 6:0). ყველაზე დაძაბული გამოდგა მეორე სეტის დასკვნითი ნაწილი, სადაც ნოლეს მარცხენა ფეხის დაზიანებამ სერიოზულად შეაწუხა. 27 წლის კუაკომ, რომელიც ამგვარ დიდ სცენაზე პირველად იდგა, ოპონენტის დისკომფორტით სარგებლობა მოახერხა და სეტებს […]