ციციპასი სლემისთვის რბოლაში დაწინაურდა
მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ნომერი სტეფანოს ციციპასი AO-ს მესამე წრეში იასპარეზებს. ბერძენმა ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობის მეორე რაუნდში ადგილობრივთა ფავორიტს, რინკი ჰიჯიკატას დამაჯერებლად აჯობა (6:3, 6:0, 6:2). 21 წლის ჰიჯიკატა გათამაშებაში უაილდ ქარდით გამოდიოდა. დიდი სლემის მეორე წრეში მან პირველად მიიღო მონაწილეობა. სტეფანოს ციციპასისთვის, რომელიც მელბურნში სამგზის ნახევარფინალისტია, სამი სეტის მოსაგებად საათნახევარი საკმარისი აღმოჩნდა. თავისი ძალისმიერი […]
რაფა ნადალი ავსტრალიურ სლემს ეთიშება
36 წლის რაფა ნადალი ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობას მეორე წრეში ასრულებს. რეიტინგის 65-ე ნომერმა მაკენზი მაკდონალდმა ნადალის დამარცხება სამ სეტში, ორსაათნახევრიანი შეხვედრის შედეგად მოახერხა (6:4, 6:4, 7:5). ამის ძირითადი მიზეზი მარცხენა ბარძაყის დაზიანებაა, რომელიც რაფამ მეორე სეტის მერვე გეიმში მიიღო. რთულ ბურთზე თამაშის შემდეგ მან სერიოზული ტკივილი იგრძნო და მატჩის ბოლომდე აშკარა დისკომფორტით ასპარეზობდა. ესპანელს […]
ჯოკოვიჩის 43-ე ბეიგელი დიდ სლემებზე
ჯოკოვიჩის გამარჯვება კარბალეს ბაენასთან.
მელბურნში მატჩები სიცხის გამო გაჩერდა
მელბურნში, ავსტრალიის ღია პირველობაზე, გადაჭარბებული სიცხის გამო მატჩები სამი საათის განმავლობაში გაჩერებული იყო. მაშინ, როცა ტემპერატურამ მელბურნში 35 გრადუსს მიაღწია, ტურნირის ორგანიზატორებმა თამაშების დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. ეს ადგილობრივი დროით 14:15 საათზე მოხდა. შეხვედრები მხოლოდ სამ მთავარ კორტზე გაგრძელდა, სადაც სტადიონის გადახურვის სისტემა მუშაობს. მატჩების შეჩერება სხვადასხვა კრიტერიუმით განისაზღვრება: მზის სიძლიერე, ჰაერის ტემპერატურა ჩრდილში, ტენიანობა, […]