ბოსტონი კონფერენციის ფინალშია

Game 7-ის პირველი ნახევარი მეტნაკლებად თანაბრად წარიმართა, ანგარიშში სხვაობა მხოლოდ სამი ქულა იყო, მესამე მეოთხედში კი ყველაფერი დასრულდა. ბოსტონს ყველაფერი გამოუვიდა, სიქსერსს არაფერი. რამდენიმე ტაიმაუტიც აიღეს, მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია, ყველა ტაიმაუტის შემდეგ უკეთესი ბოსტონი და უარესი ფილადელფია უბრუნდებოდა პარკეტს. საბოლოო ჯამში, სელტიკსმა მეტოქე გაანადგურა და კონფერენციის ფინალში გავიდა. ჯოელ ემბიდი სახლში წავიდა MVP-ის სამეულიდან […]

დიდი წარმოდგენა ბოსტონში

NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. TD გარდენზე ბრწყინვალე მატჩი ვიხილეთ, რომელსაც საპლეიოფო ელფერი დაჰკრავდა. კარგია, როცა ყველა ვარსკვლავი მწყობრშია. ბოსტონმა გოლდენ სტეიტი ოვერ ტაიმში დაამარცხა, – 121:118. ბოლო წამებზე ჯორდან პულმა სცადა ის, რისი გაკეთებაც მხოლოდ სტეფ კარის შეუძლია. გუნდები საუკეთესო შემადგენლობებით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, – ტეიტუმი, ბრაუნი, ჰორფორდი, უილიამსი, სმარტი, – ასეთი იყო ბოსტონის სასტარტო ხუთეული. […]