ევროს ამბები – დანიური ზღაპარი, ანტიჰომეროსი და ქართველების ოქრო
14 ივნისს ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს. მასპინძელი გერმანიის ნაკრები ალიანს არენაზე შოტლანდიის ნაკრებს შეხვდება. საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს დიდი სანაკრებო ტურნირის ფინალურ ეტაპზე, თუმცა, ქართველებს აქამდეც უთამაშიათ ევროზე და მოუგიათ კიდეც ეს ტურნირი. ქართული ფრთებით 1960 წელს ისტორიაში პირველ ევროპის ჩემპიონატს საფრანგეთმა უმასპინძლა და ოთხგუნდიან ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა. ფინალში დღეს უკვე დაშლილი სახელმწიფოები […]