გრიზმანმა საყოველთაო ქება დაიმსახურა

საფრანგეთის ნაკრებმა მაროკო 2:0 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. ფრანგებს აქვთ შანსი იტალიისა (1934-38) და ბრაზილიის (1958-1962) შემდეგ გახდნენ მესამე ნაკრები, რომელიც ზედიზედ მეორედ შეძლებს მუნდიალის მოგებას. განსაკუთრებული ქება დაიმსახურა ანტუან გრიზმანმა, როგორც წინა მსოფლიო ჩემპიონატზე, ისე ახლაც, გრიზმანი დეშამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა, წინა ჩემპიონატისგან განსხვავებით, ამჯერად აბსოლუტურად განსხვავებული როლი ერგო. […]