კოპა ამერიკა 2024 – ყველა მატჩი Setanta Sports-ის ეთერში
კოპა ამერიკა 2024 იწყება! 21 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის ყველა მატჩს Setanta Sports-ის მაყურებელი პირდაპირ ეთერში ნახავს. 2024 წლის ზაფხული ფეხბურთის და სპორტის მოყვარულებისთვის ზედგამოჭრილია. თანაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გასვლამ ეს მოლოდინი ფეხბურთის ხალხს გაუზარდა. კოპა ამერიკის დაწყების პარალელურად კი ფეხბურთი ფაქტობრივად 24-საათიან რეჟიმზე გადადის. კოპა ამერიკა 2024 გათამაშებას აშშ ისტორიაში მეორედ […]
არგენტინა vs ავსტრალია – Setanta Sports-ზე
დღეს თბილისის დროით 16:00 საათზე მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა ავსტრალიას შეხვდება. მატჩის ყურებას Setanta Sports 1-სა და Setantasports.com-ზე შეძლებთ. იშვიათად რომ არგენტინის ნაკრებმა ისეთ დროს გამართოს მატჩი ქართველი ქომაგისთვის, რომ კომფორტული იყოს ყურება. როგორც წესი, მათი მატჩები დილის 4 ან 5 საათზე იწყება ხოლმე. ახლა კი ბევრი შეძლებს თვალის მიდევნებას. მით უმეტეს, რომ ლიონელ მესი განაცხადშია. […]
გრასიელა და ჰერკულესი – ანხელ დი მარიას თავგადასავალი
დაბადებული ფინალებისთვის – ეს ანხელ დი მარიაა. მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი როსარიოდან. 2018 წელს მის მიერ გამოქვეყნებული წერილი კატარის მუნდიალის მოგების შემდეგ კიდევ ერთხელ მოექცა აუდიტორიის ყურადღების ცენტრში. მთელ წერილს უცვლელად გთავაზობთ. მისი სათაურია: წვიმაში, სიცივეში, სიბნელეში. წერილი მადრიდის რეალიდან მახსოვს, როგორ მივიღე წერილი მადრიდის რეალისგან და მანამდე დავხიე სანამ გავხსნიდი. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის […]
ვერონმა არგენტინის წარმატებაზე ისაუბრა
ვეტერანმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, ხუან სებასტიან ვერონმა არგენტინის ნაკრების წარმატებაზე ისაუბრა. “ის, რაც მოხდა წარმოუდგენელია. ხალხს ყველაფერი დაავიწყდა, ყველა პრობლემა გვერდზე გადადეს, ხალხი ძალიან ბედნიერია. ფეხბურთი არის სპორტი, რომელსაც შეუძლია ყველაზე მძიმე მოგონებები დაგიტოვოს, ამავე დროს ეს არის სპორტი, რომელიც ასეთ მომენტებში ყველაფერს დაგავიწყებს“, – თქვა ვერონმა. ვერონმა ლიონელ მესიზეც თქვა ორი სიტყვა. 2010 წელს როდესაც […]