არგენტინა vs ხორვატია – მესი მოდრიჩის წინააღმდეგ
ხორვატებმა ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი გამოთიშეს ტურნირს. ბრაზილია უკეთესი იყო, თუმცა, ეს ფეხბურთია, ბურთი მრგვალია, მოდრიჩი ლეგენდაა, ხორვატია ნახევარფინალშია. ასე გამოვიდა, უნარების ტესტივით. არგენტინამ ძალიან დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში ნიდერლანდები დაამარცხა. მესი ნელ-ნელა მიიწევს სანუკვარი მიზნისკენ. უკვე შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო ჩემპიონატი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ფინალამდეც არ მისულა. რა იქნება ვნახავთ, ანონსი კი ბევრის […]
საფრანგეთი ნახევარფინალშია – ინგლისი შინ მიდის
ევროპული მეოთხედფინალი საფრანგეთმა მოიგო. დრამატული მატჩის ბედი ძირითად დროში გაირკვა, გადამწყვეტი ჰარი კეინის გაცუდებული პენალტი აღმოჩნდა. მაროკოს მეტოქე ნახევარფინალში საფრანგეთი იქნება. დიდიე დეშამის გუნდმა ინგლისი 2:1 დაამარცხა. ჩუამენი-ჟირუს გოლების საპასუხოდ ორი გოლის გატანის შანსი ჰარი კეინს ჰქონდა. თუმცა პირველი პენალტის რეალიზების შემდეგ ტოტენჰემის შემტევმა, მეორე – კარს ააცილა. ანგარიში ორელიან ჩუამენიმ შორეული დარტყმით გახსნა. უპამეკანო, […]
ლეო მესი ლუი ვან გაალის წინააღმდეგ
არგენტინა-ნიდერლანდების მატჩი არაერთი დუელით გამოირჩა, თუმცა მათგან მთავარი და ყველაზე რეზონანსული მესისა და ვან გაალის დაპირისპირება აღმოჩნდა. “მატჩისწინა კომენტარების შემდეგ ვან გაალისგან უპატივცემულობა ვიგრძენი. ასევე, მატჩისას ნიდერლანდების რამდენიმე ფეხბურთი ზედმეტად ბევრს საუბრობდა. ვან გაალი ცდილობს შემოგვასაღოს, რომ ნიდერლანდები კარგ ფეხბურთს თამაშობს. შემდეგ აყენებს მაღალ ფორვარდებს საჯარიმოში და იქ გრძელ გადაცემებს აწვდის. მომდევნო ეტაპზე ჩვენ დავიმსახურეთ […]
ნიდერლანდები-არგენტინა – ექსტრა წუთები, ექსტრა ტაიმები, ექსტრა დრამა
არგენტინა ნახევარფინალში ხორვატიას შეხვდება. ზედიზედ მეორე მეოთხედფინალში მაყურებელმა პენალტების სერია იხილა. გმირი ემილიანო მარტინესია. ამჯერად 11-მეტრიანი ნიშნულიდან მომდევნო ეტაპის საგზური არგენტინამ მოიპოვა. ემილიანო მარტინესმა ვირჯილ ვან დაიკსა და სტივენ ბერხუისს პირველი ორი პენალტი აუღო, რამაც სერიის ბედიც გადაწყვიტა. ალბისელესტეს მხრიდან ლეო მესიმ, ლეანდრო პარედესმა და გონსალო მონტიელმა ზუსტად დაარტყეს, ენცო ფერნანდესის აცილებული დარტყმის შემდეგ კი […]