All Star-ის ყველა მონაწილე ცნობილია
წლევანდელი All Star-ი 19 თებერვალს თბილისის დროით დილის ხუთ საათზე შედგება, ინდიანაპოლისში. შეხვედრას შეგიძლიათ Setantasports.com-ზე მიადევნოთ თვალყური. მანამდე კი შეგვიძლია მონაწილეებს გადავხედოთ, გუშინ რეზერვებიც დაასახელეს და სრული სია შეგვიძლია განვიხილოთ. აღმოსავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეული იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკ ბაქსი) – ეს იანისისთვის ზედიზედ მერვე All Star-ი იქნება. ჯოელ ემბიდი (ფილადელფია სიქსერსი) – ზედიზედ მეშვიდე All Star-ი. […]
დენვერი ერთ ნაბიჯში ჩემპიონობასთან
დენვერ ნაგეთსმა მაიამიში მეორე შეხვედრაც მოიგო და ანგარიში 3:1 გახდა. მაიამის სასწაული სჭირდება იმისათვის, რომ გამარჯვებული დარჩეს, ამ სასწაულს კი საფუძველი არ აქვს. მომდევნო შეხვედრა დენვერშია და ძალიან რთულად სავარაუდოა ნიკოლა იოკიჩმა, ჯამალ მარიმ და მთელმა დენვერმა ეს შანსი ხელიდან გაუშვან. მაიამის აღარც ძალა ჰყოფნის და აღარც ტალანტი. იყო მომენტი.. იყო შანსი ყველაფერი რადიკალურად შეცვლილიყო, […]
დენვერმა Game 3 მოიგო – ჯოკერის და მარის სამმაგი დუბლი
მაიამიში Game 3 შედგა. დენვერმა თამაში მოიპარა და წინ გავიდა – 2:1. ნაგეთსი მთელი მატჩის მანძილზე ძალიან დამაჯერებელი იყო, მეოთხე მეოთხედის დასაწყისში უკვე ყველაფერი ნათელი გახდა. ნიკოლა იოკიჩი და ჯამალ მარი გახდნენ პირველი თანაგუნდელები, რომელთაც ფინალში სამმაგი დუბლი შეასრულეს. მართლაც, უიშვიათესი მოვლენაა. იოკიჩი & მარი მაიამის არჩეულმა ტაქტიკამ აღარ იმუშავა. ჯოკერს ყველაფერი გამოსდიოდა, მარი კი […]
ბოსტონი თამაშში რჩება
ბოსტონი ლეიკერსისგან განსხვავებით ნულზე არ დარჩა. მცირე ხნით გადაიდო მაიამის სუპერფინალი თუ რაიმე კიდევ შეიცვლება, ამას მალე ვიხილავთ. ბოსტონისგან მოულოდნელი არაფერი იქნება. მაიამის უპირატესობა კვლავინდებურად ძალიან დიდია. თუმცა, ბოსტონს ლიგის საუკეთესო გუნდობაზე აქვს პრეტენზია, იქნებ რამე ისეთიც გვაჩვენონ, რაც აქამდე არ გვინახავს?! ტეიტუმმა გაიღვიძა ჯეისონ ტეიტუმმა სერიაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. შესაძლოა, ვინმემ იფიქროს კიდეც რომ […]