Game 2 დასრულდა – მაიამიმ ბოსტონთან გაათანაბრა

Game 2-ის უკანასკნელი შეხვედრებიც ჩატარდა. ქალაქების ცვლილების დრო მოვიდა. ორი შეხვედრიდან ერთში ანგარიში გათანაბრდა, მეორეში კი მასპინძლების უპირატესობა გაიზარდა. არ ვიცი ვინ რას ელოდა, მაგრამ მაიამიმ ბოსტონში მოიგო და ეს დიდი ამბავია. მით უმეტეს, ჯიმი ბატლერის გარეშე. ბოსტონ სელტიკსი vs მაიამი ჰიტი ჰიტმა 10 ქულით, 111:101 მოიგო. ტაილერ ჰირო მართლა გმირი გახდა, ბემ ადებაიომ ასევე […]

პირველი წრე დასრულდა – მოსალოდნელი დრამა და სანახაობა

პლეიოფების პირველი წრე დასრულდა. თითქოს ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც მოსალოდნელი იყო. ერთადერთი რაც ამ სერიას აკლდა ის ვარსკვლავები იყვნენ, რომელთაც ტრავმის გამო ვერ შეძლეს თამაში. ჯერ ახლა ხურდება, წინ კიდევ უკეთესი ამბები გველის. Game 1 კლივლენდ კავალიერსი vs ორლანდო მეჯიქი 97:83 გოგა ბითაძეს არ უთამაშია. დონოვან მიჩელის ანგარიშზე 30 ქულაა; მინესოტა ტიმბერვულვზი vs ფინიქს სანსი […]

მამუკელაშვილი ნდობას ამართლებს – სპურსმა პელიკანსი დაამარცხა

გოგა ბითაძეს ზედიზედ მესამე შეხვედრაა არ უთამაშია. შარლოტ ჰორნეტსმა ორლანდო მეჯიქი 124:115 დაამარცხა. მეჯიქის შემადგენლობაში 32 ქულა, 8 მოხსნა და 8 ასისტი ჰქონდა პაოლო ბანჩეროს. შარლოტის შემადგენლობაში 32 ქულა, 6 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა ბრენდონ მილერმა. აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა ორლანდო მეჯიქი. შარლოტ ჰორნეტსი კი მეცამეტეა. სან ანტონიო სპურსი vs ნიუ ორლეან პელიკანსი ბითაძის […]

პელიკანსმა მილუოკი დაამარცხა

NBA-ში ორი შეხვედრა გაიმართა, ორი ძალიან კარგი მატჩი. ატლანტა ჰოუკსი აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერს შეხვდა, მილუოკ ბაქსი კი ნიუ ორლეან პელიკანსს. ბევრი არც არის დარჩენილი აპრილამდე, თუ ვინმეს რამე ამბიცია შემორჩენია სწორედ ახლა უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა, რადგან ეს უკვე ის დროა, სადაც საპლეიოფო მოწინააღმდეგეებს ვარაუდობენ და ფინალამდე მისასველ გზას უყურებენ. აღმოსავლეთს შედარებით იოლი გზას აქვს […]