ჯეილენ ბრაუნის 37 ქულა – ბოსტონმა ფინიქსი დაამარცხა
ბოსტონ სელტიკსი აღმოსავლეთ კონფერენციის შუქურაა. დგას ეულად და ანათებს მთელ აღმოსავლეთს. დასავლეთიდან მოსულებსაც პირველი ბოსტონელები შეავლებენ თვალს და ხშირად ახერხებენ კიდეც მათ უკან გაბრუნებას. ამჯერად ფინიქსიდან ესტუმრნენ და თი დი გარდენზე ვნახეთ ის, რასაც ვხედავთ ხოლმე ჩვეულებრივ, კარგი პუბლიკა, კარგი დარბაზი, მწვანე დომინაცია. ბოსტონ სელტიკსი vs ფინიქს სანსი ჯეილენ ბრაუნი მთელი სეზონის მანძილზე ახერხებს ტეიტუმის […]
დურანტის 45 ქულა – ფინიქსი სელტიკსთან დამარცხდა
უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ აღმოჩნდა რომ გოლდენ სტეიტ უორიორზისთვის უფრო დიდი დანაკლისია სტეფ კარი, ვიდრე სან ანტონიო სპურსისთვის ვიქტორ ვემბანიამა. სპურსმა უორიორზი 126:113 დაამარცხა. საერთოდ, უნდა აღინიშნოს რომ ბოლო დროს სან ანტონიოს ძალიან მომატებული აქვს. სანდრო მამუკელაშვილს ამჯერად ექვსი წუთი დაუთმეს – ერთი მოხსნა და ერთი ასისტი მიითვალა. ერთხელ ისროლა არაზუსტად. რაც შეეხება სხვა შეხვედრებს, […]
ბოსტონ სელტიკსის რეკორდი – 82 ქულა პირველ ნახევარში
სან ანტონიო სპურსმა 117:105 დაამარცხა ინდიანა პეისერსი, ბრწყინვალე იყო ვიქტორ ვემბანიამა, სანდრო მამუკელაშვილს კი კვლავინდებურად არ უთამაშია. სპურსმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო, რაც ამ გუნდისთვის, ამ მოცემულობაში დიდი ამბავია. ორმაგი დუბლი შეასრულა მაილს ტერნერმა, (16 ქ, 10 მ) ტაირის ჰალიბარტონს ბოლო დროს ვეღარ აქვს ისეთი სტატისტიკა როგორც მიგვაჩვია – 12 ქულა, 6 მოხსნა, 8 ასისტი. […]
ბოსტონმა მაიამი დაამარცხა
NBA-ში ორი შეხვედრა გაიმართა, ერთი გუშინ ღამით, მეორე კი დღეს გამთენიისას. ოკლაჰომა სიტი საკრამენტო კინგსს შეხვდა, მაიამი ჰიტი კი აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ – ბოსტონ სელტიკსს. ოკლაჰომას წლევანდელი MVP-ის პრეტენდენტი ჰყავს, შაი გილჯეს-ალექსანდერს დიდებული სეზონი აქვს, აჩვენებს იმას, რასაც სხვა მოთამაშეებისგან ელოდნენ, მაგალითად, ჯა მორანტისგან, რომელსაც ათასი პრობლემა აქვს, ან, ზაიონ უილიამსონისგან, რომელიც ჯერჯერობით მძიმე ტრავმების […]