ტიტე და ვინისიუსი – მატჩის წინ

მსოფლიო ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში გადადის, მუნდიალზე მეოთხედფინალები იწყება. დღეს ბრაზილიის ნაკრები ხორვატიას შეხვდება, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ტიტემ და ვინისიუს ჟუნიორმა ისაუბრეს. ტიტეს ძირითადად კრიტიკაზე უწევდა პასუხის გაცემა, ვინისიუსს კი მოულოდნელი სტუმარი ეწვია. “ბედნიერი ვარ, რომ ბრაზილიას წარმოვადგენ და ჩემს სათაყვანებელ ფეხბურთელთან ერთად მიწევს თამაში, (გულისხმობს ნეიმარს), ერთიანი სულისკვეთება დიდ როლს თამაშობს ჩვენი გუნდის წარმატებაში. ნეიმარი მაფრთხილებდა, […]

ტიტემ კრიტიკას უპასუხა

კრიტიკა მოჰყვა ბრაზილიის ნაკრების მიერ შესრულებულ ცეკვას, სამხრეთ კორეის კარში გატანილი გოლების შემდეგ. მათ შორის, თავისი წილი კრიტიკა დაიმსახურა ბრაზილიის თავკაცმა ტიტემ, ამ ცეკვის ნაწილი ისიც გახდა, რაც უჩვეულო სანახავია, მწვრთნელები, როგორც წესი, გოლებს ასე არ აღნიშნავენ, თუმცა, ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. როი კინმა ბრაზილიელთა ქმედებას მეტოქის მიმართ უპატივცემულობა უწოდა. ტიტემ კრიტიკოსებს პრესკონფერენციაზე უპასუხა, – […]

ჟეზუსის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

გაბრიელ ჟეზუსი და ალექს ტელესი მსოფლიო ჩემპიონატს ტრავმის გამო გამოეთიშნენ. ორივე მათგანმა მარჯვენა მუხლი დაიზიანა. ჟეზუსის ოპერაციამ კარგად ჩაიარა, წინ სარეაბილიტაციო პერიოდია. “კლუბი მხარს უჭერს გაბის და ყველაფერს გააკეთებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნოს მოედანზე“, – გაავრცელა განცხადება არსენალმა. ლონდონელები პრემიერლიგას ლიდერობენ, ჟეზუსის ანგარიშზე ხუთი გატანილი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემაა. ბრაზილიის ნაკრები მეოთხედფინალში ხორვატიას […]

ეძღვნება პელეს – ბრაზილიამ შოუ დადგა

ბრაზილიამ მთელ მსოფლიოს შეახსენა, რომ მთავარი ფავორიტია. საქმე მხოლოდ საბოლოო ანგარიშში არ არის, მთავარი ამბავი აქ თამაშის ხარისხი და ის განწყობაა, რომლითაც ბრაზილიელებმა ითამაშეს. ეს მატჩი პელეს მიეძღვნა, ფეხბურთის მეფე მძიმე დღეშია, ქიმიოთერაპიაზე მისი ორგანიზმი აღარ რეაგირებს, საფეხბურთო სამყარო გამოცხადებული სიკვდილის რეჟიმში გადავიდა, ბრაზილიის ნაკრებმა კი მისთვის ითამაშა. 1958, ან 1970 თუ არა, იქნებ 82 […]