NBA – ემბიდმა ლეიკერსს გადაუარა

კარგი თამაშები ვიხილეთ, დასკვნების გამოტანას რომ გაგიადვილებს და ბევრ რამეზეც რომ დაგაფიქრებს ისეთი. სულ რაღაც ხუთი თამაში ჩატარდა და მოდი, სამს შედარებით ვრცლად გავყვეთ. მანამდე კი ორი სიტყვა ცხრილზეც ვთქვათ, თითქოს ყველაფერი ლოგიკურად მიდის, დასავლეთში ისევ ბოლო მატჩების დრამა გვექნება, ეს ფაქტია, აღმოსავლეთში კი არავინ ელოდა ორლანდოს ასეთ თამაშს, რაც ჩვენც გვახარებს, რა თქმა უნდა. […]

იოკიჩის სამმაგი დუბლი – დენვერმა მილუოკი დაამარცხა

საინტერესო შეხვედრები ჩატარდა NBA-ში. ბოლო დროს ეპიკური შეხვედრები და რეკორდები ვიხილეთ, ჯოელ ემბიდისა და ლუკა დონჩიჩის პერფორმანსებმა NBA-ისკენ ის მაყურებელიც მოაბრუნა, რომელთაც, როგორც წესი, ძილი ურჩევნიათ მატჩების ყურებას. ჩვენ კი ქართველებით დავიწყოთ, თუმცა, სამწუხაროდ, სათქმელი არც არაფერია. ქართველები წუთის გარეშე გოგამ ბოლო ხუთ შეხვედრაში სამი გამოტოვა. ჩატარებულ ორ შეხვედრაში, საერთო ჯამში 11 წუთი დაუთმეს. თითქოს […]

NBA – ახალი წლის ღამეს – 39 წლის ლებრონი დაფრინავს

NBA-ის არ აინტერესებს ახალი წელი. ან აინტერესებს, მაგრამ პაუზას არ იღებს. თავს აჯერებენ რომ რეგულარული ლიგა დიდი საჩუქარია მაყურებლისთვის, არადა, არ არის საქმე ასე. ნაციონალური ლიგა მაყურებელს კარგავს, შიდა ტურნირის შემოღებაც მაყურებლის შენარჩუნების მცდელობა იყო, რამდენად ივარგა თავად განსაჯეთ. თამაში კი გრძელდება. გოგა ბითაძე ორლანდოს სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა, ნიქსთან 30 წუთი მისცეს, 13 ქულა, 7 […]

NBA – ჯა მორანტი “ბაზერ ბითერით” დაბრუნდა

მემფისში სანტა კლაუსი ნაადრევად მოვიდა და ბავშვებს ჯა მორანტი მოუტანა, ამჯერად იარაღის გარეშე. ჯას დაბრუნება დღის მთავარი თემაა, ნებისმიერ შემთხვევაში ასე იქნებოდა, წაგებისა და მოგების, წარმატებული თუ წარუმატებელი მატჩის შემთხვევაში, მაგრამ ჯამ ისეთი წერტილი დასვა, მთელი დღე მისი ჰაილაითები შემოგეფეთებათ სხვადასხვა პლატფორმებზე. რეგულარული სეზონის ოთხი თამაში ჩატარდა და ოთხივემ ივარგა. ჰოდა, მივყვეთ თანმიმდევრულად. მემფისი vs […]