ჰარი კეინი – სიზიფეს გზა

ჰარი კეინი კატარის მუნდიალზე | Setanta Sports

რამდენჯერ დაარტყამს ჰარი კეინი იმავე პენალტს საკუთარ წარმოსახვაში? რამდენჯერ დაურტყამს რობერტო ბაჯოს? ალბათ, პასუხი იმ რიცხვს უტოლდება, რამდენჯერაც ინგლისის კაპიტანი ამ მომენტს გონებაში დაატრიალებს. ყველას გაიტანს, ოღონდ ეგ უკვე სულ სხვა ისტორიაა. რამდენადაც დიდებულია გამარჯვებულის ხვედრი, იმდენად ულმობელია ზოგჯერ ტურნირი იმ ფავორიტის მიმართ, რომლისგანაც მხოლოდ გამარჯვებას ელიან, ის კი შინ ხელცარიელი, თანაც დროზე ადრე ბრუნდება, […]

საფრანგეთი ნახევარფინალშია – ინგლისი შინ მიდის

საფრანგეთმა ინგლისი დაამარცხა და ნახევარფინალს ითამაშებს | Setanta Sports

ევროპული მეოთხედფინალი საფრანგეთმა მოიგო. დრამატული მატჩის ბედი ძირითად დროში გაირკვა, გადამწყვეტი ჰარი კეინის გაცუდებული პენალტი აღმოჩნდა. მაროკოს მეტოქე ნახევარფინალში საფრანგეთი იქნება. დიდიე დეშამის გუნდმა ინგლისი 2:1 დაამარცხა. ჩუამენი-ჟირუს გოლების საპასუხოდ ორი გოლის გატანის შანსი ჰარი კეინს ჰქონდა. თუმცა პირველი პენალტის რეალიზების შემდეგ ტოტენჰემის შემტევმა, მეორე – კარს ააცილა. ანგარიში ორელიან ჩუამენიმ შორეული დარტყმით გახსნა. უპამეკანო, […]