ბოსტონმა ბრუკლინი გაანადგურა

ბოსტონმა ბრუკლინი უშანსოდ დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ კაირი ფორმაშია, კევინ დურანტის არყოფნა ბრუკლინზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს. რასაკვირველია, დურანტი უფრო დიდი დანაკლისია ბრუკლინისთვის, ვიდრე მარკუს სმარტო ბოსტონისთვის. როცა ტეიტუმი, ბრაუნი და ჰორფორდი სასტარტოში გყავს, ესე იგი, ყველაფერი რიგზეა. ბოსტონმა 139:96 მოიგო. 43 ქულიანი უპირატესობა დიდი ამბავია. ჯეისონ ტეიტუმმა 31 ქულა, 9 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა […]

NBA – იანისის 41 ქულა

ხუთი შეხვედრა გაიმართა NBA-ში. გოლდენ სტეიტმა ტორონტო დაამარცხა 129:117. უორიორზის ბალანსი ისევ დადებითია – 25/24 ზე. გოლდენ სტეიტს ყველა წამყვანი მოთამაშე ჯანმრთელად ჰყავს, ეს კი მოგების გარანტიაა. არ უთამაშია ვიგინსს, თუმცა, ეს დიდი პრობლემა არ არის. სტეფ კარიმ 39 წუთში 35 ქულა, 7 მოხსნა, 11 ასისტი და 2 ჩაჭრა დააგროვა. სტეფმა 8-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. […]

ლებრონ ჯეიმსი ისევ დაფრინავს!

გოლდენ სტეიტ უორიორზმა ბრუკლინს უმასპინძლა, როგორღაც მოახერხა და დამარცხდა. ბოლო ხუთ წუთში 12 ქულიანი უპირატესობა გაფლანგეს და 4 ქულით დამარცხდნენ. გოლდენ სტეიტს შემადგენლობის მხრივ პრობლემა არ ჰქონია, სასტარტო ხუთეული პარკეტზე გავიდა, – გრინი, პული, ვიგინსი, ტომპსონი, კარი. სამაგიეროდ, ბრუკლინს კვლავ აკლია კევინ დურანტი, რომელიც მისი გუნდით ძალიან კმაყოფილი დარჩებოდა. არც ისე დიდი ხნის წინ იყო […]

დრამა ლოს ანჯელესში

დრამა ლოს ანჯელესში – ბებერი ლებრონი ახალბედა ჯა მორანტის წინააღმდეგ. მოლოდინი აბსოლუტურად გამართლდა, იყო სანახაობრივი და ბოლო წამებამდე დაძაბული შეხვედრა. თამაშის დასრულებამდე 7 წამით ადრე, შრიოდერმა ბურთი მოიპარა, ორქულიანი ჩააგდო და ჯარიმაც აიკიდა. ასე რომ, ერთი ქულით უკან მყოფი ლეიკერსი ორი ქულით წინ გავიდა. თუმცა, დარჩენილ დროში ბრენდონ კლარკმა ორი საჯარიმო სროლის უფლება მიიღო, თავისუფლად […]