დიდი წარმოდგენა ბოსტონში

NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. TD გარდენზე ბრწყინვალე მატჩი ვიხილეთ, რომელსაც საპლეიოფო ელფერი დაჰკრავდა. კარგია, როცა ყველა ვარსკვლავი მწყობრშია. ბოსტონმა გოლდენ სტეიტი ოვერ ტაიმში დაამარცხა, – 121:118. ბოლო წამებზე ჯორდან პულმა სცადა ის, რისი გაკეთებაც მხოლოდ სტეფ კარის შეუძლია. გუნდები საუკეთესო შემადგენლობებით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, – ტეიტუმი, ბრაუნი, ჰორფორდი, უილიამსი, სმარტი, – ასეთი იყო ბოსტონის სასტარტო ხუთეული. […]

გოლდენ სტეიტს თეთრ სახლში უმასპინძლეს

ტრადიციული შეხვედრა შედგა თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და NBA-ს მოქმედ ჩემპიონ, გოლდენ სტეიტ უორიორზს შორის. უორიორზმა ბოლო 8 წელში ოთხჯერ მოახერხა ჩემპიონობა, მაგრამ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში არ ყოფილა. სტეფ კარიმ განაცხადა, რომ თეთრ სახლში ვიზიტი არ აინტერესებდა. საპასუხოდ, დონალდ ტრამპა მიწვევა გააუქმა. ამჯერად ხელისშემშლელი გარემოებები არ ყოფილა. გოლდენ სტეიტს თეთრ […]

ნიკოლა იოკიჩის Game Winner

ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ფილადელფიას უმასპინძლა და 112:113 დამარცხდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, ბოლო სროლა რასელ უესტბრუკმა დაიტოვა, თუმცა, ფარამდეც ვერ მიაღწია. საუკეთესო იყო ლებრონ ჯეიმსი, 35 წუთში 35 ქულა, 8 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ჯეიმსს კარიერაში 38’000 ქულა დაუგროვდა და სულ რაღაც 363 ქულა აკლია აბდულ-ჯაბარის რეკორდის მოხსნამდე. რასელ უესტბრუკის ანგარიშზე 20 ქულა, 14 […]

სან ანტონიო წარსულს დაუბრუნდა

სან ანტონიო სპურსმა გოლდენ სტეიტ უორიორზს უმასპინძლა და 113:144 დამარცხდა. გრეგ პოპოვიჩის გუნდს ამჟამად 13 გამარჯვება და 30 მარცხი აქვს. შეხვედრა განსაკუთრებული გამოდგა იმ ფაქტის გამო, რომ სან ანტონიო 2002 წლის შემდეგ პირველად დაუბრუნდა უწინდელ საშინაო არენას, – ალემოდომს. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით. სან ანტონიო ორმოცდამეათე სეზონს ატარებს NBA-ში. და რადგან ფანებმა […]