Ნიდერლანდები პირველი მეოთხედფინალისტია
კატარში პირველი მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა. ნიდერლანდებმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა და ფლეიოფი წარმატებულად დაიწყო, ხოლო აშშ ტურნირს დაემშვიდობა. ლუი ვან გაალის გუნდმა ტაიმი 2-0 მოიგო. დენზელ დუმფრიზმა ჯერ მემფის დეპაის გაატანინა, ხოლო შემდეგ – დელი ბლინდს. პირველი გოლის კომბინაციაში მონაწილეობა მოედანზე მყოფმა უკლებლივ ყველა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მიიღო, რამაც გოლი განსაკუთრებით გაალამაზა. ორი უპასუხო გოლის გაშვების მიუხედავად […]
აშშ-მა ირანის დროშა შეცვალა და პროტესტის მონაწილეებს მხარი დაუჭირა
აშშ-ში ირანის დროშა ისლამური სიმბოლიკის გარეშე გამოაქვეყნეს, რითიც პროტესტის მონაწილეებს მხარი დაუჭირეს და თეოკრატიული მმართველობა გააპროტესტეს. ამერიკის ფეხბურთის ფედერაციამ ირანის დროშაში კორექტივები შეიტანა. ეს კი US Soccer-მა საკუთარ გვერდზე მუნდიალის ჯგუფის ცხრილის გამოქვეყნებისას გააკეთა. მართალია, მოგვიანებით გვერდიდან აღნიშნული პოსტი აიღეს და დროშაც ორიგინალით შეცვალეს, თუმცა ის მედიაში საყოველთაო განხილვის საგანი მაინც გახდა. “ჩვენ ამ ჟესტით […]