დიდი გაცვლა – კაირი ლუკასთან მიდის
ბრუკლინ ნეტსი თანახმაა კაირი ირვინგს შეელიოს და დალასის წინადადებას დათანხმდეს. კაირის დალასში გადაცვლა ყველაფერს ცვლის ბრუკლინისთვის, დალასისთვის, NBA-ისთვის. თავდაპირველად ელოდნენ, რომ ირვინგი ზაფხულში დატოვებდა ბრუკლინს. კონტრაქტიც ამ დროს ეწურება. მერე თებერვალი ითქვა და უცბად ბომბივით გასკდა ეს ამბავი. დალასში ირვინგთან ერთად მორისიც გადავა, ბრუკლინი კი სპენსერ დინუიდის, ფინი-სმითს, 2029 წლის დრაფტის პირველი რაუნდის ერთ და […]
დონჩიჩი ტრიუმფით დაბრუნდა
საინტერესო შეხვედრები გაიმართა NBA-ში, ბოსტონთან გაძარცვული ლეიკერსი ბრუკლინს დაუპირისპირდა, ლუკა დონჩიჩი კი ტრავმის შემდეგ პარკეტს სწრაფად დაუბრუნდა. ლეიკერსი vs ბრუკლინი ანონსი მშვენიერია, თუმცა, მთავარი მოქმედი პირების გარეშე ჩაიარა. კევინ დურანტი, ლებრონ ჯეიმსი და ენტონი დევისი ტრავმირებულნი არიან. მთავარი ვარსკვლავის სტატუსი კაირის დარჩა და მშვენიერი შეხვედრაც ჩაატარა. ირვინგის ანგარიშზე 26 ქულა, 7 მოხსნა, 6 ასისტი, 2 […]
NBA – რენდელის ღიმილი და ლუკას ტრავმა
ბოსტონ სელტიკსმა ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო. მომდევნო მეტოქე ლოს ანჯელეს ლეიკერსი იქნება. ბოსტონი ამჯერად სახლში დამარცხდა ნიუ იორკ ნიქსთან. ძირითადი დრო 110:110 დასრულდა, ოვერტაიმში კი ნიქსმა 10:7 მოიგო და საბოლოო ანგარიში 117:120 დააფიქსირა. თამაშის დასრულებამდე 7 წამით ადრე ჯეილენ ბრაუნს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ საჯარიმო ვერ გამოიყენა და ჯულიუს რენდელმა უსაზღვროდ ბედნიერი სახე შესთავაზა, ეს […]
NBA – Battle of Los Angeles
NBA-ში ლოს ანჯელესური დერბი შედგა, სადაც გამარჯვება კლიპერსს დარჩა. კავაი ლეონარდი ნელ-ნელა სასურველ ფორმას უბრუნდება. ლებრონ ჯეიმსმა მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. უბრალოდ აღარ არსებობს სიტყვები რომლითაც მისი მიღწევების აღწერა შესაძლებელია. ლებრონმა 33 წუთში 46 ქულა, 8 მოხსნა, 7 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა. მორიგი შეტევის დროს კავაიმ დააფარა, ლებრონმა მოგვიანებით იძია შური, ბურთი […]