Game 5 – ბოსტონმა სერია დახურა
როგორც მოსალოდნელი იყო ბოსტონ სელტიკსმა მალევე მოამთავრა საქმე. კიდევ უფრო მარტივი გამოდგა ეს ამბავი დონოვან მიჩელის ტრავმის შემდეგ. შეიძლება ითქვას, რომ ძალების დაზოგვითაც კი მოახერხეს კონფერენციის ფინალში გასვლა, სადაც ნიუ-იორკ ნიქსსა და ინდიანა პეისერსს შორის გამარჯვებულს დაელოდება. გუშინ გამთენიისას გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა, აქ სულ სხვა ამბავი გვაქვს, სულ სხვა დრამა და სულ სხვა დუელი. […]
Game 4 – შაიმ გაათანაბრა
არაფერი აკლია მიმდინარე პლეიოფებს. არც დრამა, არც სანახაობა, არც გამორჩეული ინდივიდუალური პერფორმანსები, არც მოულოდნელობის ეფექტი. დენვერისა და მინესოტას დაპირისპირება ბოლომდე ამართლებს მოლოდინს. ჯერ ტიმბერვულვზმა მოიგო ორი შეხვედრა დენვერში, ენტონი ედვარდსის შესამჩნევი დომინაციით, მერე ნიკოლა იოკიჩს MVP-ის ჯილდო გადასცეს და შეახსენეს რომ დღესდღეობით საუკეთესო მოთამაშეა, ერთგვარი გზავნილი იყო – არ გაქვს უფლება ასე მარტივად წააგოო. ჰოდა, […]
Game 4 – მინესოტამ სერია დახურა
გუშინ საღამოს და დღეს გამთენიისას Game 4-ის ორ-ორი შეხვედრა გაიმართა, ოთხიდან ერთ დაპირისპირებაში კი სერია დაიხურა. მინესოტა ტიმბერვულვზმა ფინიქს სანსი გაანადგურა – 4:0. ენტონი ედვარდსზე უკვე მთელი ლიგა საუბრობს, ის ცნობილი შედარებებიც აღარ ჩანს ისეთი მკრეხელური და აღარც ისე უშნოდ ისმის ყურში. ისე კი, ოთხივე შეხვედრა ძალიან სანახაობრივი გამოდგა. ფილადელფია სიქსერსი vs ნიუ-იორკ ნიქსი ეს […]
Game 3 – ფინიქსმა მესამე შეხვედრაც წააგო/ედვარდსის 36 ქულა
game 3 გრძელდება. კიდევ სამი შეხვედრა ჩატარდა, დალას მავერიქსი და ინდიანა პეისერსი დაწინაურდნენ, მინესოტას კი ერთი ნაბიჯი აშორებს სერიის დახურვასთან. მართლაც რომ დასასრულისკენ მიდის ყველაფერი. კარგი დროა ამისთვის, ენტონი ედვარდსი დაფრინავს, შაი გილჯესი MVP-ის პრეტენდენტია, ლიგაში ვიქტორ ვემბანიამა გამოჩნდა და კიდევ მოიძებნება ერთი-ორი მოთამაშე, რომელთაც მემკვიდრეობის გადაბარება შეუძლიათ. ლუკა, იანისი და იოკიჩი უკვე სუპერვარსკვლავები არიან. […]