ლებრონის მორიგი რეკორდი

NBA-იში მორიგი თამაშები გაიმართა და მოსაწყენად არავის სცალია. მთელი საკალათბურთო მსოფლიო ქულებს ითვლის ახალი რეკორდის მოლოდინში. რა თქმა უნდა, ლებრონზეა საუბარი. ნიუ იორკ ნიქსთან შეხვედრაში NBA-ის ისტორიაში საუკეთესო ასისტენთა სიაში მეოთხე ადგილზე აღზევდა, საუკეთესო ოთხეული ასეთია: ლებრონმა ნიქსთან შეხვედრაში სტივ ნეშს გადაასწრო. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია მეორე სია, რომელსაც აბდულ-ჯაბარი ლიდერობს, ლებრონ ჯეიმსს მხოლოდ 89 ქულა […]

ლებრონს მოგება წაართვეს – ემბიდმა იოკიჩი დაჩაგრა

ბოსტონი ლეიკერსი NBA-ის მთავარი კლასიკაა. არ აქვს მნიშვნელობა ვინ როგორ ფორმაშია, ამაზე დიდი დაპირისპირება უბრალოდ არ არსებობს. ბოსტონს ზედიზედ სამი შეხვედრა ჰქონდა წაგებული, ლოს ანჯელეს ლეიკერსს კი წინა ტურში ენტონი დევისი დაუბრუნდა, მასთან ერთად ამ გუნდს ყველას დამარცხება შეუძლია. ჯეისონ ტეიტუმი თამაშზე კობი ბრაიანტის გამოსახულებიანი მაისურით გამოცხადდა, ლებრონიც ტრადიციულად გახურდა და დავიწყეთ! ძირითადი დრო 105:105 […]

ნიკოლა იოკიჩის Game Winner

ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ფილადელფიას უმასპინძლა და 112:113 დამარცხდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, ბოლო სროლა რასელ უესტბრუკმა დაიტოვა, თუმცა, ფარამდეც ვერ მიაღწია. საუკეთესო იყო ლებრონ ჯეიმსი, 35 წუთში 35 ქულა, 8 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ჯეიმსს კარიერაში 38’000 ქულა დაუგროვდა და სულ რაღაც 363 ქულა აკლია აბდულ-ჯაბარის რეკორდის მოხსნამდე. რასელ უესტბრუკის ანგარიშზე 20 ქულა, 14 […]