Ნიდერლანდები პირველი მეოთხედფინალისტია

დენზელ დუმფრიზი აშშ-ის წინააღმდეგ | Setanta Sports

კატარში პირველი მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა. ნიდერლანდებმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა და ფლეიოფი წარმატებულად დაიწყო, ხოლო აშშ ტურნირს დაემშვიდობა. ლუი ვან გაალის გუნდმა ტაიმი 2-0 მოიგო. დენზელ დუმფრიზმა ჯერ მემფის დეპაის გაატანინა, ხოლო შემდეგ – დელი ბლინდს. პირველი გოლის კომბინაციაში მონაწილეობა მოედანზე მყოფმა უკლებლივ ყველა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მიიღო, რამაც გოლი განსაკუთრებით გაალამაზა. ორი უპასუხო გოლის გაშვების მიუხედავად […]