გიორგი ხარაიშვილი დინამო თბილისში ითამაშებს

გიორგი ხარაიშვილი დინამო თბილისში | Setanta Sports

გიორგი ხარაიშვილი საქართველოში ბრუნდება. 26 წლის ნახევარმცველი დინამო თბილისში 6-თვიანი იჯარით ითამაშებს. Geo Team-ის ინფორმაციით, გიორგი ხარაიშვილი საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ფეხბურთელი გახდება. გიორგი ჭიაბრიშვილთან მუშაობის გამოცდილება ხარაიშვილს უკვე აქვს. 26 წლის უნივერსალი ნახევარმცველი საბურთალოს აღზრდილია. ხარაიშვილი 2013-18 წლებში სწორედ საბურთალოს ღირსებას იცავდა. შემდეგ ორი სეზონი შვედურ გიოტებორგში გაატარა, სადაც გუნდის უპირობო ლიდერი იყო. შვედეთში მის […]

ყველაზე მეტსა და დიდზე უნდა იოცნებოთ – შოთა არველაძე დინამოს აკადემიის ფეხბურთელებს

შოთა არველაძე დინამოს აკადემიაში | Setanta Sports

“რა მაგარია, როდესაც ამხელა პერსპექტივა გაქვს”, – უთხრა შოთა არველაძემ დინამო თბილისის აკადემიის ფეხბურთელებს. საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირმა დინამოში საჩვენებელი ვარჯიში ჩაატარა. არველაძე დინამო თბილისის აკადემიაში “თბილისში ყოფნის პერიოდში ყოველთვის ვცდილობ სხვადასხვა ასაკის მოზარდ ფეხბურთელებს შევხვდე, ზოგს ვესაუბრო, ზოგთან ერთად ვივარჯიშო. მიხარია, 35-ე საფეხბურთო სკოლისა და თბილისის ლოკომოტივის შემდეგ, დინამოში ვარჯიშის ჩატარების საშუალება კიდევ ერთხელ […]

კვარაცხელია მუდრიკზე უკეთესია – ექსკლუზიური ინტერვიუ ანდრეს კარასკოსთან

ანდრეს კარასკო კვარაცხელიასა და მუდრიკზე | Setanta Sports

კვარაცხელია, მამარდაშვილი, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, პარკაძე და ბევრი სხვა – დინამო თბილისის აკადემია 10 წელზე მეტია წარმატებით მუშაობს. Setanta Sports-მა აკადემიის მთავარ მწვრთნელთან ექსკლუზიური ვიდეო ინტერვიუ ჩაწერა. კარასკო აკადემიის წარმატებაზე ანდრეს კარასკო დინამო თბილისის აკადემიის შექმნაში 2011-2012 წლებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ესპანელი სპეციალისტი დინამოში 1 წლის წინ დაბრუნდა. “დინამოს აკადემიას – როგორც პროექტს წარმატებული უკვე შეგვიძლია […]

ვინ არის ლუკა პარკაძე – ბავარიული გამოცემა ქართველზე

ლუკა პარკაძე | Setanta Sports

ლუკა პარკაძე – როგორც ჩანს, ახალი ხვიჩა კვარაცხელია. ასე წერს გერმანული პრესა 17 წლის ქართველზე შექმნილ ჩანახატში. Bavarianfootballworks.com ლუკა პარკაძეზე ვრცელ ჩანახატს აქვეყნებს, რომელიც ასე იწყება: “ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელიას ბოლოდროინდელი წარმატების შედეგად ქართველი ფეხბურთელები დაკვირვების ქვეშ არიან”. “ბუნდესლიგაში, ქართველების თვალსაზრისით, პიონერი ფრაიბურგი იყო. 2000-იან წლებში ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი და გიორგი კიკნაძე ამ […]