ქართული კედელი და ბოლო წამის დრამა – დღე მეშვიდე
ჰამბურგის დათვალიერებას ვერ ვასწრებ, მხოლოდ სადგურებს ვუყურებ და სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც მაინცდამაინც კარგად ვერ გამოიყურება. გზად შემხვდა მარკეტი, ჰანზას თეატრი, სექსშოპები, ეროტიკული DVD, ჭარბწონიანი სექსმუშაკი, რომელიც ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა ბოლო კვირაში, რომელმაც მკითხა როგორ ხარო. ცენტრალური სადგურიდან ზეწარგადაფარებული ადამიანი გამოასვენეს, ალბათ იწვა ასე მიტოვებული და არც არავინ მიაკითხა. რაც გერმანიაში ჩამოვედი ქუჩაში არც […]