ქართული კედელი და ბოლო წამის დრამა – დღე მეშვიდე
ჰამბურგის დათვალიერებას ვერ ვასწრებ, მხოლოდ სადგურებს ვუყურებ და სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც მაინცდამაინც კარგად ვერ გამოიყურება. გზად შემხვდა მარკეტი, ჰანზას თეატრი, სექსშოპები, ეროტიკული DVD, ჭარბწონიანი სექსმუშაკი, რომელიც ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა ბოლო კვირაში, რომელმაც მკითხა როგორ ხარო. ცენტრალური სადგურიდან ზეწარგადაფარებული ადამიანი გამოასვენეს, ალბათ იწვა ასე მიტოვებული და არც არავინ მიაკითხა. რაც გერმანიაში ჩამოვედი ქუჩაში არც […]
ვილი სანიოლის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთის ნაკრებთან ფრედ 1:1 ითამაშა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჩეხეთთან მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. არ მინდა ინდივიდუალურად ვისაუბრო ფეხბურთელებზე. კიტეიშვილს რაც შეეხება გვაქვს იმედი რომ ბოლო შეხვედრაში დაგვიბრუნდება. კვირკველიას ბევრი გაუცდა და ბოლომდე სათამაშოდ მზად არ იყო, ამიტომ შევცვალეთ თამაშის ბოლოს. ოთხი დღის განმავლობაში ისედაც ბევრი ითამაშა. გიორგი გველესიანმა კარგად შეცვალა. […]
გიორგი მამარდაშვილის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა რიგით მეორე შეხვედრა გამართა. ჩეხეთის ნაკრებთან მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშემ გიორგი მამარდაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. პირველ რიგში კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ აქ ვართ. ისტორიული ქულა ავიღეთ და გილოცავთ. მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ არა უშავს. ბრძოლას ვაგრძელებთ. რთული თამაში იქნება, რადგან პორტუგალია ერთ-ერთი ფავორიტია ამ ტურნირზე, მაგრამ მაქსიმუმს […]
ფიქრები აიგნერზე და ფრიდრიხ ენგელსი ვუპერტალში – დღე მეხუთე
20 ივნისი, ხუთშაბათი. ეროვნულ ნაკრებს ამჯერად დახურული ვარჯიში ჰქონდა, ასე რომ თავს ძილის უფლება მივეცით. სულ გადარბენა დამღლელი ყოფილა, ოღონდ ამ დაღლას დღის ბოლოს გრძნობ, იმიტომ რომ ეს გარემო, ეს ქალაქი ახალია და შემეცნებას მოაქვს განტვირთვა. როგორც კი დღე სრულდება და სასტუმროს კარს აღებ ხვდები რომ ძალიან დაიღალე. ძილის წინ კიდევ ისევ მომავალ მატჩზე […]