FIFA-მ საუკეთესოები დააჯილდოვა
ფიფამ წლის საუკეთესოები გამოავლინა. როგორც მოსალოდნელი იყო ყველაზე მეტი ჯილდო არგენტინელებს ხვდათ წილად. ფიფას ჯილდო ოქროს ბურთს 2016 წელს გამოეყო და მას შემდეგ ლიონელ მესი მეორედ გახდა წლის საუკეთესო ფეხბურთელი. ცერემონიაზე სულ 10 ჯილდო გაიცა. კაცთა შორის აქვე შეგიძლიათ ნახოთ მარკინ ოლეკსის გოლი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა შშმ პირმა შეძლო პუშკაშის ჯილდოს მოგება. ქალთა ფეხბურთში […]
საზეიმო წარდგენა არ შედგება – პსჟ უარზეა
პსჟ ლიონელ მესისთვის, საზეიმო დახვედრას ორგანიზებას არ გაუკეთებს. პარიზში ჩათვალეს, რომ კლუბის ბაზაზე გულთბილი მიღება საკმარისი იყო. თავდაპირველად, გავრცელდა ცნობა, რომ თავად ლიონელ მესი ითხოვდა სტადიონზე მსოფლიო თასის წარდგენას, რაც ცოტა უცნაურად, და ამავე დროს პროვოკაციულადაც კი ჟღერდა. სენ ჟერმენის ფანებს შეუძლიათ მესის მიულოცონ მსოფლიო ჩემპიონობა, მაგრამ მასთან ერთად ვერ იზეიმებენ. მათი ქვეყანა დამარცხდა. ემილიანო […]
მბაპემ მარტინესზე კომენტარი გააკეთა
კილიან მბაპე ფინალური მარცხის შემდეგ მალევე დაბრუნდა სენ ჟერმენის საწვრთნელ ბაზაზე და ვარჯიშს შეუდგა. არაფერი ისე სწრაფად არ დაგავიწყებს მარცხს, როგორც ახალი გამარჯვებები. ლიგა 1 განახლდა, პარიზელებმა თავისი მატჩი მოიგეს, კილიან მბაპემ გამარჯვების გოლი დამატებით წუთებზე შეაგდო. “ფინალის წაგების მერე რთული საათების გამოვლა მომიხდა. დღეს თავს კარგად ვგრძნობ, მოვიგეთ და გადამწყვეტი გოლი გავიტანე“, – თქვა […]
ემერი მარტინესთან შეხვედრას გეგმავს
ემილიანო მარტინესი და მისი პროვაკაციული ქცევა კვლავ განხილვის საგანია. ამჯერად მასზე ასტონ ვილას მწვრთნელმა, უნაი ემერიმ ისაუბრა. ემერის პრემიერლიგის მატჩის წინ დაეკითხნენ მარტინესის შესახებ. “ხანდახან ემოციების კონტროლი რთულია, მასთან მომავალ კვირას აუცილებლად ვისაუბრებ. ახლა ის ჩვენთან არ არის, პატივს ვცემ მის სივრცეს, როდესაც ჩვენთან დაბრუნდება და ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშ იქნება, მერე ვილაპარაკებთ”. ემილიანო მარტინესი ლივერპულთან […]