მარტინესის მორიგი პროვოკაცია

რამდენადაც მოიხიბლა ნეიტრალური მაყურებელი ემილიანო მარტინესის თამაშით, იმდენად ცუდი შთაბეჭდილება დარჩა მისი ზეიმის შემდეგ. ჯერ იყო და, საუკეთესო მეკარისათვის განკუთვნილი ჯილდო საზარდულთან მიიდო და სპილოს ხორთუმივით იქნია, მერე კი გასახდელშიც მოაყოლა მორიგი პროვოკაციული აღნიშვნა. არგენტინელები ზეიმობდნენ, მღეროდნენ ასეთი ტექსტით – “წუთიერი დუმილი”, შემდეგ კი ემილიანო მარტინესმა შესძახა, – “მბაპესთვის, რომელიც მკვდარია”, – შემდეგ ისევ სიცილი […]

ფიფამ გამარჯვებულები დააჯილდოვა

მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. დაჯილდოების ცერემონია სხვადასხვა კატეგორიაში გუშინვე შედგა, თუმცა, ერთი კატეგორიის გამარჯვებული დაჯილდოებას არ ესწრებოდა. საუბარია Fair Play-ს ჯილდოზე, რომელიც არა ფეხბურთელს, არამედ გუნდს გადაეცა. ეს ჯილდო ინგლისის ნაკრებმა დაიმსახურა და მათი ქომაგის ამბავი ვინც იცის, ამ კატეგორიაში გამარჯვებასაც სასაცილოდ აქცევენ, – გუნდი, რომელსაც 1966 წლის მერე არაფერი მოუგია, Fair Play-ს ჯილდო გადასცეს. საუკეთესო […]

არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონია

არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია | Setanta Sports

ვენი, ვიდი, ვიცი – ლიონელ მესი მივიდა, ნახა, გაიმარჯვა. არგენტინამ ფინალში საფრანგეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიაში გაირკვა. არგენტინამ 11-მეტრიანები 4:2 მოიგო. 90 წუთი ძირითადი დრო ფრედ 2-2 დასრულდა. არგენტინელები ბევრად შემართულად გამოიყურებოდნენ. ლეო მესისა და ანხელ დი მარიას გოლებით არგენტინამ ტაიმი 2-0 მოიგო. პირველ შემთხვევაში ანხელ დი მარიას წაქცევისთვის […]

ემილიანო მარტინესმა მესიზე ისაუბრა

არგენტინის ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. გულშემატკივართა ნაწილი შიშობდა, რომ მესის ტრავმა აწუხებდა, ხორვატიასთან მატჩის დასაწყისში ბარძაყის კუნთზე იკიდებდა ხელს, არგენტინელებს კარგად მოეხსენებათ, რომ მესის კარიერის მანძილზე რამდენჯერმე ჰქონია მსგავსი დაზიანება. “არა, ყველაფერი რიგზეა, მესის ტრავმა არ აწუხებს“, – დაამშვიდა ემილიანომ გულშემატკივრები. მარტინესის პასუხს ამყარებს ის ინფორმაციაც, რომ მესიმ ერთდღიანი დასვენებით არ […]