ლეო მესი ლუი ვან გაალის წინააღმდეგ

მესი ვან გაალს დაუპირისპირდა | Setanta Sports

არგენტინა-ნიდერლანდების მატჩი არაერთი დუელით გამოირჩა, თუმცა მათგან მთავარი და ყველაზე რეზონანსული მესისა და ვან გაალის დაპირისპირება აღმოჩნდა. “მატჩისწინა კომენტარების შემდეგ ვან გაალისგან უპატივცემულობა ვიგრძენი. ასევე, მატჩისას ნიდერლანდების რამდენიმე ფეხბურთი ზედმეტად ბევრს საუბრობდა. ვან გაალი ცდილობს შემოგვასაღოს, რომ ნიდერლანდები კარგ ფეხბურთს თამაშობს. შემდეგ აყენებს მაღალ ფორვარდებს საჯარიმოში და იქ გრძელ გადაცემებს აწვდის. მომდევნო ეტაპზე ჩვენ დავიმსახურეთ […]

არგენტინა მსოფლიოს რვა საუკეთესო ნაკრებშია

არგენტინა 2-1 ავსტრალია | Setanta Sports

არგენტინამ ავსტრალია დაამარცხა და 1/4 ფინალში ნიდერლანდების წინააღმდეგ ითამაშებს. ალბისელესტემ ფავორიტის სტატუსი გაამართლა და კატარის მუნდიალზე მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგო. ასეთივე სერიის შანსი ბრაზილიას და პორტუგალიასაც ჰქონდათ, თუმცა ჯგუფის ბოლო მატჩი ორივე ნაკრებმა დათმო. მატჩში დაძაბულობა მხოლოდ ბოლო წუთებს ახლდა თან. პირველი ტაიმი ლიონელ სკალონის გუნდმა ლიონელ მესის გოლით მოიგო. არგენტინელმა ფლეიოფში მუნდიალებზე პირველად გაიტანა. […]