ენდი მარის სასწაული კოკინაკისთან!
ვეტერანი ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდი მარი ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში ორი სეტის წაგების შემდეგ არ ნებდება და საოცარ შეხვედრას იგებს. 35 წლის სერ ენდი მარიმ ადგილობრივთა ფავორიტი თანასი კოკინაკისი ხუთ სეტში, 4-6, 6-7(4), 7-6(5), 6-3, 7-5 დაამარცხა. მატჩი 5 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა. ეს ბრიტანელისთვის კარიერაში ყველაზე ხანგრძლივი ორთაბრძოლა იყო. აგრეთვე, ეს ავსტრალიური სლემის […]