NBA – ახალი წლის ღამეს – 39 წლის ლებრონი დაფრინავს

NBA-ის არ აინტერესებს ახალი წელი. ან აინტერესებს, მაგრამ პაუზას არ იღებს. თავს აჯერებენ რომ რეგულარული ლიგა დიდი საჩუქარია მაყურებლისთვის, არადა, არ არის საქმე ასე. ნაციონალური ლიგა მაყურებელს კარგავს, შიდა ტურნირის შემოღებაც მაყურებლის შენარჩუნების მცდელობა იყო, რამდენად ივარგა თავად განსაჯეთ. თამაში კი გრძელდება. გოგა ბითაძე ორლანდოს სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა, ნიქსთან 30 წუთი მისცეს, 13 ქულა, 7 […]

NBA – ლუკა დონჩიჩის 50 ქულა და მოგება ფინიქსთან

შეერთებული შტატების საშობაო საჩუქარი ბოსტონისა და ლეიკერსის კლასიკა იყო, თუმცა, ყველა ბედნიერი ვერ დარჩა ამ შეხვედრით. ეს კალათბურთია, ყაიმი არ მოსულა, მხოლოდ ერთმა უნდა მოიგოს. გარდა ბოსტონი ლეიკერსისა, კიდევ ორი საინტერესო შეხვედრა ვიხილეთ, მაიამიმ ფილადელფია დაამარცხა, დალას მავერიქსმა კი ფინიქს სანსი. ჰოდა, საბოლოოდ აღმოჩნდა რომ სანტა კლაუსის როლი ლუკა დონჩიჩს ერგო. განსხვავებული სურათი არც ამჯერად […]

ლეიკერსი ჩემპიონია – ლებრონ ჯეიმსი MVP

ისტორიაში პირველი NBA-ის თასი დასრულდა. ლოს ანჯელეს ლეიკერსი ჩემპიონია. ალბათ, სიმბოლურიც არის რომ პირველი გათამაშება სწორედ ლეიკერსმა მოიგო. ინდიანამ ფინალამდე რთული გზა გაიარა, ჰალიბარტონი ძალიან კარგ ფორმაშია და ფავორიტის დასახელებისგან თავს იკავებდნენ, მით უმეტეს, რომ ლეიკერსი არ არის დაუმარცხებელთა კატეგორიიდან, მაგრამ ფინალი მაინც დამაჯერებლად მოიგეს. მეოთხე მეოთხედში ინდიანამ სხვაობა სამ ქულამდე რამდენჯერმე შეამცირა, ეს იყო […]

NBA-ის თასი – ფინალისტები გამოვლინდნენ

ესეც ასე. შიდა ტურნირის ფინალისტები უკვე ვიცით. არ ვიცი ვის რა მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ მე ნამდვილად არ ველოდი, რომ მილუოკი ამ ეტაპზე დაგვემშვიდობებოდა. თუმცა, ისიც აღგვინიშნავს – ერთ მატჩიან დუელში ყველაფერი შესაძლებელია. ინდიანასთან ფავორიტად მილუოკი ითვლებოდა, ლეიკერსისა და პეისერსის შეხვედრაში კი თანაბარ, დრამატულ დაპირისპირებას ელოდნენ. ჰოდა, არც პირველი შეხვედრის პროგნოზი გამართლდა, არც მეორე. მილუოკი vs […]